“მე რომ ვწყვეტდე, რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, ის პრობლემები რაც გვაქვს არ გვექნებოდა” – კალაძე

“მე, რომ მქონდეს იმის უფლება და შესაძლებლობა თავად მივიღო გადაწყვეტილება რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, გულწრფელად ვამბობ, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს გვაქვს”, – ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმაზე საუბარიც, თითქოს ტენდერში გამარჯვებულებს მერია ავლენს. “როცა სამუშაოებს ვიწყებთ, იმაზე […]
კალაძე დეველოპერებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

“მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის თვალსაზრისით შეიძლება ეს არ იყოს მოგებიანი, ეს არის სოციალური პროექტები და თქვენი მხარდაჭერა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია”, – ასე მიმართა თბილისის მერმა დეველოპერულ და სამშენებლო ბიზნესს მთავრობის სხდომიდან. კალაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ტენდერი გუშინ გამოცხადდა. “ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რამდენად სერიოზული გამოწვევა და პრობლემაა […]
31 იანვარს თბილისის ნაწილს დენი არ ექნება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, 31 იანვარს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დენი არ ექნება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: კრწანისის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და […]
„ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ გაიმართება

„ქართული ოცნების“ ყრილობამდე ერთი დღე რჩევბა. მმართველი გუნდი მეექვსე პრემიერ-მინისტრის წარსადგენად ემზადება. ცვლილებებია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და საკანონმდებლო ორგანოშიც. ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტს ჩაიბარებს, ყოფილი პრემიერი კი პარტიას. კობახიძე ხვალიდან ოფიციალურად იქნება პრემიერობის კანდიდატი. კონსტიტუციით მას ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის რომ პარლამენტს სამთავრობო გეგმა და განახლებული მინისტრთა კაბინეტი წარუდგინოს. მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირის […]
წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე დასრულდება – კახა კალაძე

წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება – როგორც დაგპირდით, ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა და ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ […]
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. თავდაპირველად, ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ სურდათ საქმის განხილვა, თუმცა, მათ მოგვიანებით აღნიშნულზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქმეს […]
ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით […]
მიხეილ სარჯველაძე – როგორც ჩანს, „ლელო“ თვლის, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს, არაფერი არ უნდა შესრულდეს და ვიაროთ უკუსვლით

როგორც ჩანს, „ლელო“ თვლის, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს, არაფერი არ უნდა შესრულდეს და ვიაროთ უკუსვლით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” ხედვას “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ”, რომელიც პარტიამ 30 იანვარს წარადგინა. სარჯველაძემ ასევე ისაუბრა, ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზე ევროკომისიის მიერ დათქმული 9 ნაბიჯის შესასრულებლად […]
კახა კალაძე – ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს – მე რომ მქონდეს უფლება მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა

ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე და ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას – მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, […]
საია – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა ლოიალურია – ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეებს და 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას

ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-17 ანგარიშში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტში […]