„ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ გაიმართება

„ქართული ოცნების“ ყრილობამდე ერთი დღე რჩევბა. მმართველი გუნდი მეექვსე პრემიერ-მინისტრის წარსადგენად ემზადება. ცვლილებებია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და საკანონმდებლო ორგანოშიც.
ირაკლი პრემიერის პოსტს ჩაიბარებს, ყოფილი პრემიერი კი პარტიას. კობახიძე ხვალიდან ოფიციალურად იქნება პრემიერობის კანდიდატი. კონსტიტუციით მას ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის რომ პარლამენტს სამთავრობო გეგმა და განახლებული მინისტრთა კაბინეტი წარუდგინოს.
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირის ბოლოს დაამტკიცებს. პრემიერს და მინისტრებს პარლამენტი მინიმუმ 76 ხმით ამტკიცებს.
ხვალ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტს ასევე ოფიციალურად დაიკავებს თანამდებობიდან წასული .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო