The Times of India საქართველოს 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემა 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს. საქართველო სამოგზაურო სიაში პირველ ადგილას არის. საქართველოსთან ერთად გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს […]
„თბილისში ხმაურის დამდგენი დეტექტორები დამონტაჟდება”- კახა კალაძე

„თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ, შსს-სთან ერთად დაიწყო ახალი საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას”- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი თქმით განისაზღვრა კონკრეტული ადგილები, სადაც განთავსება ნორმის დამრღვევი დეტექტორები. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შსს-თან და ერთად განისაზღვრება კონკრეტული ადგილები, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, მოხდება […]
ზეთისხილის ექსპორტი 160%-ით შემცირდა – სად გადის პროდუქცია

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ზეთისხილის ექსპორტი, 2022 წელთან შედარებით, 160%-ით შემცირდა. 2023 წელს ექსპორტზე გავიტანეთ $178 000-ის 70 ტონამდე ზეთისხილი, ხოლო 2022 წელს $275 000-ის 182 ტონა ზეთისხილი. 2023 წელს მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო, სადაც $175 000-ის 68.4 ტონა ზეთისხილი გაიყიდა. მეორე ქვეყანა, სადაც ზეთისხილის გავყიდეთ აზერბაიჯანი იყო. იქ $2500-ის 1.3 ტონა ზეთისხილი გაიყიდა. […]
„როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება. „დღეს 31 იანვარია, ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე საგზაო ნაწილში სამუშაოები დასრულდებოდა და ორმხრივად მოძრაობა იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის შედეგად, საღამომდე სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება და […]
თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი” წერს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობაც. „როგორც იცით, „რამბოლის“ დოკუმენტში მითითებულია, რომ თითოეული ღონისძიების, მათ შორის, დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის […]
გერმანულ კუნძულთან მფრინავ რუსულ Ил-20-ზე ასადევნებლად ბერლინმა გამანადგურებლები ააფრინა

გერმანიის საჰაერო ძალებმა 30 იანვარს კუნძულ რიუგენის მახლობლად მფრინავი რუსული სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და ადევნების მიზნით ავიაგამანადგურებლები ააფრინა. თვითმფრინავ Ил-20М-ს, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარე გერმანული კუნძულის მიმდებარე საერთაშორისო საჰაერო სივრცესში დაფრინავდა, გამორთული ჰქონდა ტრანსპონდერის, ანუ გადამცემის სიგნალი. გერმანიამ ავიაგამანადგურებლები მეკლენბურგ-წინა პომერანიის შტატის ქალაქი ლააგედან ააფრინა. მას შემდეგ, რაც მათ დაადგინეს, რომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი საერთაშორისო […]
სუს განმარტავს, რატომ ჩატარდა ჩხრეკა ბექა ვარდოსანიძის სახლში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ეს მუხლი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს. პრორუსულ, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე ამჟამად სუს-ის შენობაში იმყოფება. როგორც მისმა ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ვარდოსანიძე გადაიყვანეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით მიმდინარე საქემზე [სსკ-ის 331-ე მუხლი]. […]
როგორც დაგპირდით, ხვალიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, პირველ თებერვალს, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. „დღეს 31 იანვარია, ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება, პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის […]
ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს, ის კი სუსში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

შესწორება: თავდაპირველად ნიუსში აღნიშნული იყო, რომ ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 31 იანვარს, 11:32 საათზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვარდოსანიძე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე იკითხება. ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე სუს-ში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ვარდოსანიძეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით [სსკ-ის 331-ე მუხლი] […]
“ვალენსია” გამორჩეულმა ფეხბურთელმა უფასოდ დატოვა

“ვალენსიას” ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ღამურებთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა და “ინდიელებთან” ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. შეგახსენებთ, პაულისტა “ვალენსიას” 2017 წელს, ლონდონის “არსენალიდან” შეუერთდა და მესტალიელთა ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლებოდა. გაბრიელმა “ღამურების” მაისურით ჯამში 176 მატჩი გამართა და თავი 8 […]