1-2 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობითვე, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი […]

აფხაზი ომბუდსმენი დაინტერესდა, რატომ ხდება აფხაზების დაკითხვა რუსეთთან გამშვებ პუნქტზე

აფხაზეთში ადამიანის უფლებების დამცველს ანონიმურობის დაცვის დათქმით აფხაზეთის რამდენიმე მოქალაქემ რუსეთთან გამშვებ პუნქტზე დაკავებისა და დაკითხვის საკითხზე მიმართა. ამის შესახებ წერს აფხაზური მედია. მედიის ცნობითვე, ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებისთვის, თავის მხრივ, უშიშროების [დე ფაქტო] სამსახურს მიმართა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, სოციალურ ქსელებსა და აფხაზურ ტელეგრამ არხებზე მოქალაქეები წერენ, რომ ფსოუს გამშვებ პუნქტზე რუს მესაზღვრეებს […]

რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, სესხების ნაწილი გაიაფდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 31 იანვარს, რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ს პროცენტს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა იმ პირს, ვისი სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული (დაახლოებით 180 ათასს სასესხო ხელშეკრულებაზე), სესხის პროცენტი გაუიაფდება. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, […]

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით – 9.0 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი […]

დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსისკენ 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

„დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. „ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ […]

საქართველოს ბანკში გზავნილის კურსის აქცია გრძელდება – ისარგებლე განსკუთრებული შეთავაზებით

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მათ ინტერესებსა და საჭირობებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. მომხარებელთა წახალისების მიზნით, გზავნილის კურსის აქცია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, მარტის ბოლომდე საქართველოს ბანკის მომხმარებელს გზავნილის განსაკუთრებული კურსით სარგებლობა შეუძლია. აღნიშნული აქცია, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის დისტანციურ არხებში (მობილბანკსა და ინტერნეტბანკში) თანხის მიღებისას, შეღავათიანი კურსით დააკონვერტიროს თანხა, როგორც ლარში, […]

ჩაანაცვლებს თუ არა დრონი მძიმე აგროტექნიკას – კომპანიები ფერმერებს აგროდრონებით მომსახურებას სთავაზობენ

დღევანდელ რეალობაში დრონმა სოფლის მეურნეობის თამაშის წესები შეცვალა და უპილოტო აპარატებმა მნიშვნელოვნად გაარღვიეს ტრადიციული ინდუსტრიები. აგროდრონი თანამედროვეობის უახლეს მიღწევად მიიჩნევა სოფლის მეურნეობაში. მათი შესაძლებლობები და ეფექტურობაც ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვითარდება. სავარაუდოდ, ის დროთა განმავლობაში მძიმე აგროტექნიკას ჩაანაცვლებს. აგროდრონის გამოყენება შესაძლებელია შეწამვლითი პროცესების, საჰაერო თესვის განხორციელების, თხევადი სასუქების გაფრქვევის, სპექტრული სურათების გადაღების, მცენარეთა სტრუქტურის ანალიზისა და […]

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსეთის სვლა გაზაფხულისთვის დასრულდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარების ამჟამინდელი შეტევა გაზაფხულის დასაწყისისთვის დასრულდება. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ 2023 წლის ნოემბერში დაწყებულ შემტევ ოპერაციას, რომლის შედეგები მათთვის არცთუ დიდია, თუმცა, უკრაინისთვის სამწუხაროდ, ბრძოლის ველზე გარკვეული წინსვლა აქვთ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა […]

ჯოზეფ ბორელი – იმედი მაქვს, რომ წითელ ზღვაში ევროკავშირის მისია 17 თებერვალს დაიწყება

იმედი მაქვს, რომ წითელ ზღვაში ევროკავშირის მისია 17 თებერვალს დაიწყება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს მისიას, სად იქნება შტაბ-ბინა და წევრი სახელმწიფოები საზღვაო ფლოტის რომელ ნაწილებს გამოყოფენ. ყველა წევრი სახელმწიფო მისიაში მონაწილეობისთვის მზად არ იქნება, მაგრამ მისიას ხელს […]

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ერთადერთი, რასაც მისგან დიდი ხანია მოველი არის, დაადასტუროს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 6 თებერვალს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს. პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას აღიარებს და დადებს პირობას, რომ აღნიშნულ ქმედებას კვლავ არ გაიმეორებს. „პარლამენტის რეგლამენტით საგაზაფხულო სესიის პირველ […]