უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 100 ავტოგამასართი სადგურიდან აღებულ სინჯებში 28 შემთხვევაში დარღვევა გამოავლინა

უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 100 ავტოგამასართი სადგურიდან აღებულ სინჯებში 28 შემთხვევაში დარღვევა გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს, ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია […]
“ჩემი საქმე კინოა, ფილმი უნდა გადავიღო და ამით ვთქვა ჩემი სათქმელი” – თენგიზ აბულაძე

ქართველი რეჟისორი თენგიზ აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს ქუთაისში დაიბადა. 1943–1946 სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი „დიმიტრი არაყიშვილი“ თენგიზ აბულაძე პირველი დამოუკიდებელი ფილმის გადაღებამდე რეზო ჩხეიძესთან ერთად მუშაობდა, მათი ერთობლივი ფილმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1955 […]
The Times of India საქართველოს 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემა 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს. საქართველო სამოგზაურო სიაში პირველ ადგილას არის. საქართველოსთან ერთად გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს […]
“რეალმა” კროოსს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა

მადრიდის “რეალი” ტონი კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას Cadena Ser-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზაფხულში “ბლანკოსი” ახალ ნახევარმცველს არ დაიმატებს და თანამშრომლობის გაგრძელებას 34 წლის ნახევარმცველთან ეცდება. გამოცემის ინფორმაციით, კროოსს სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მისი გადარწმუნება “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მოახერხა. შეგახსენებთ, კროოსი “რეალს” 2014 წელს, მიუნხენის […]
ომბუდსმენმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, კომპანიის მხრიდან დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. „საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა, საფუძვლად […]
„მაგთიკომი“ კახა ბექაურის განცხადებას პასუხობს

„მაგთიკომი“ ტელეკომ ბაზრის „კომუნიკაციების კომისიის“ თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებას პასუხობს, რომელიც თავის მხრივ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა კომპანიის საპასუხოდ გააკეთა. „მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ „ანტიკორუფციულ ბიუროში“ შესული მათი წერილი არა კომისიას, არამედ თავად კახა ბექაურის ქმედებების შესწავლას ეხებოდა და ამბობენ, რომ სიმშვიდედაკარგულმა კახა ბექაურმა ორი დამოუკიდებელი ორგანოს – ანტიკორუფციული ბიუროს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყველა წევრის ფუნქცია […]
საბა ბუაძე – ყველა მიმართულებით გვაქვს მოცულობითი შეთავაზება და რა აქვთ სხვა პარტიებს?! – „ლელოს“ კრიტიკის ნაცვლად, თუ სად მივიდა და სად – არა, თქვან, რა არის მათი შეთავაზება ქართველი ხალხის მიმართ

ყველა მიმართულებით გვაქვს მოცულობითი შეთავაზება და რა აქვთ სხვა პარტიებს?! – „ლელოს“ კრიტიკის ნაცვლად, თუ სად მივიდა და სად – არა, თქვან, რა არის მათი შეთავაზება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა. აღნიშნულით ის გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ლელო“ კრიტიკის ობიექტი […]
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. „აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და […]
თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილზე – წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი – ის, რომ ამას დიდი ხანია გასცდა, მეტყველებს, რომ მისთვის სავარძელი პრიორიტეტულია და სიძულვილის ენის ყველა ფორმას გამოიყენებს მის შესანარჩუნებლად

კაცმა არ იცის, „ქართულ ოცნებაში“ ვის რა ბედი ეწევა და პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავა – კინოლოგიის განხრით იქნება მისი განსწავლულობის დემონსტრირება თუ სხვა დარგების. წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ “პარტია „ლელო” „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი”. აქუბარდიას თქმით, […]
ზურა მახარაძე – ბექა ვარდოსანიძეს „მეილი ჩაუდეს“ და ახლა ზის სუს-ში – ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება

„ალტ-ინფოს“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის მხარდასაჭერად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, „ალტ-ინფოს“ წევრები მივიდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურა მახარაძის თქმით, სუს-ის მიერ ბექა ვარდოსანიძის მიმართ ძიების დაწყება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. მახარაძე აღნიშნულს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებად მიიჩნევს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: „აბა, მეილის გამო, რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა“. „იმდენად დისკომფორტული გახდა კონსერვატიულ ფლანგზე ვარდოსანიძე, რომ „მეილი […]