მანჯგალაძე პაპუაშვილზე: ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?

ჩიხუახუაზე ლაპარაკს არ ჯობია, კონსტიტუციით მეორე პირი რომ ხარ, რაღაც შეგეკითხონ, ზრდილობისთვის მაინც საქმის კურსში ჩაგაყენონ – რომ არ გეკითხებიან არაფერს, ეს უფრო ცუდი არ არის და სამარცხვინო არ არის ქვეყნისთვის? მე, მაგალითად, შემრცხვებოდა, პარლამენტის ისეთი თავმჯდომარე ვიყო, რომ პრემიერმინისტრი გადააყენონ და ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდე. ეს არის პრობლემა, თორემ ჩიხუახუა და ძაღლის ჯიშებზე […]

მგრძნობიარე მტირალა ადამიანებს ზრდიან – უდიდესი დონორი ჰარვარდს დაფინანსებას უწყვეტს

ჰარვარდის უდიდესი დამფინანსებლის, კენ გრიფინის თქმით, ჰარვარდის უნივერსიტეტი მომავლის ლიდერების ნაცვლად მგრძნობიარე, მტირალა და ინფანტილურ სტუდენტებს უშვებს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ვერ შეძლო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ კამპუსში სიძულვილის ენისა და ანტისემიტიზმის კონტროლი, ის შეაჩერებს თავისი ალმა მატერის დაფინანსებას. კენ გრიფინმა 2023 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტს 300 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. გრიფინის ცნობით, […]

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯელობა განახლდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯელობა განახლდა. საქმე ეხება 3 პირის ეპიზოდს, რომელიც ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ეხება. არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ვახტანგ ჩიქოვანი უკვე მსჯავრდებულები არიან მკვლელობის საქმეზე, თუმცა ეს ცალკე მუხლია. გამოძიების ინფორმაციით, სამმა პირმა გური ამირხანაშვილი თბილისში დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩამოყვანა. 3 წლის შემდეგ სასამართლო […]

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე შემცირება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა – ლადო პაპავა

ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ დაბალანსებულად მოქმედებს, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. ლადო პაპავას თქმით, შიდა ფაქტორების ერთობლიობა ქმნიდა გარემოებას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი […]

2023 წელს ქართულმა ბანკებმა ₾2.7 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2023 წლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ჯამური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს 17 ბანკის მთლიანმა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის მოგების ეს მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით 623 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტია. ფინანსური ანგარიშების თანახმად, ბანკების შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდებოდა: შემოსავლები სესხებიდან – 6 […]

საქართველოდან მოცვის ექსპორტი ბოლო 5 წელწადში 1637.4%-ით არის გაზრდილი

ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ექსპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 1637.4%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით, ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ექსპორტი 17,4-ჯერაა გაზრდილი. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტზე გავიდა 3 461.98 ტონა მოცვი (ახალი შტოში, მოცვი და Vaccinium გვარის სხვა კენკრა), მაშინ როდესაც 2019 წლის […]

„იმედი“ ასაჯაროებს წერილს, რომელიც, მათი თქმით, ბექა ვარდოსანიძის სახელით მიიღეს

ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახელით მიღებული მუქარის შემცველი შეტყობინების ადრესატები თავადაც იყვნენ. ტელეკომპანია ასაჯაროებს მეილს, რომელიც, მათი განცხადებით, ბექა ვარდოსანიძის სახელით მიიღეს რამდენიმე კვირის წინ. „მე ბექა ვარდოსანიძემ უკვე დავნაღმე თავისუფლების მოედანი, როგორც თქვენი სატელევიზიო მანქანები, ევროკავშირი და *** თქვენ ტროტილის გარდა ამაღამ ხალხს არაფერი შეხვდება პანკისელი ბოევიკებისგან, პოლიცია აიგნორებს ჩვენს მოთხოვნილებებს რადგან […]

რა ბედი ელის ჩცდ-ს, „ფორმულას“ ფინანსური პრობლემების ფონზე

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი „ფორმულას“ ეთერში ჯერჯერობით არ დაბრუნდება. სერიალის მე-19 სეზონი მიმდინარე შაბათს სრულდება. ჩცდ ეთერში ერთი თვეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ მე-20 სეზონი გადავადდება. „სეზონიც ისე მთავრდება, რომ გაგრძელებას ითხოვს აუცილებლად, მაგრამ რაღაც პაუზის აღება მოგვიწევს. ერთ თვეში არ გამოვა, ბევრი რამ დასაორგანიზებელია იმისთვის, რომ სერიალის […]

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების პროცესი წარმოადგენს. „სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ევროკომისიის მაღალჩინოსანს გააცნობს. „ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ოფისში […]

ჯოზეფ ბორელი – საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს

საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ხუნტას მიერ მართული მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინათ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა, რეგიონში ევროკავშირის ყოფნა კიდევ უფრო გაართულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა სამმა სახელმწიფომ, ყველა მათგანმა სამხედრო დიქტატურით, რეგიონული ორგანოს დატოვება გადაწყვიტა. […]