ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი მეორედ დატოვა

პრემიერის პოსტიდან ჩამოცილების თაობაზე კულუარული ინფორმაცია ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის თაობაზე ცნობებს არ ადასტურებდნენ. ამ დროისთვის, პრემიერის ახალ კანდიდატად ირაკლი კობახიძე მოიაზრება.
OECD: უცხოელი მუშაკები გერმანიაში დისკრიმინაციას განიცდიან, თუმცა კლავ სურთ იქ გადასვლა

გერმანია კვლავ მიმზიდველი ადგილია უცხოეთიდან მაღალი განათლების მქონე პირებისთვის, თუმცა მიგრანტები საუბრობენ რასიზმსა და დისკრიმინაციაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, განაცხადა ოთხშაბათს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD). ორგანიზაციამ, 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული 30 000 მაღალკვალიფიციური ადამიანის კარიერას შეისწავლა, რომლებსაც სურდათ გერმანიაში მიგრანტად ჩასვლა და მათი სურვილი ქვეყანაში გადასვლისთვის დროთა განმავლობაში გაიზარდა, შემცირების ნაცვლად, თქვა OECD-მ. მის გამოკითხვაში […]
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს

ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა 2024 წელს უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა დაგეგმეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ ყველამ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ევროპულმა ინსტიტუტებმა აქამდე უკრაინას 28 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდეთ. ეს პროგნოზები და მოლოდინები არაა, ეს რეალობაა… სიის თანახმად, […]
კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მოძრაობამ „ქართული კინო საფრთხეშია” აქცია-პერფორმანსი გამართა. სამინისტროსთან შეკრებილები ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კინო-ბაზრობაზე 32-წევრიანი დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეროვნული კინოცენტრის საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და საერთაშორისო ფესტივალზე არაკომპეტენტური და ხელისუფლებისადმი ლოიალური ადამიანები მიემგზავრებიან. „ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და […]
საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

29-31 იანვარს, თბილისში, საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) პროექტზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტრო ავრცელებს. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, ასევე მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. ეკონომიკისა და […]
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს

ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა 2024 წელს უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა დაგეგმეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ ყველამ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ევროპულმა ინსტიტუტებმა აქამდე უკრაინას 28 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდეთ. ეს პროგნოზები და მოლოდინები არაა, ეს რეალობაა… სიის თანახმად, […]
„ჩათვალეთ, ეს ინფორმაციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მაქვს… ღიად გეტყვით – მე ვიცი მინისტრები, მათი მოადგილეები, რომლებიც პირდაპირ ქრთამს იღებენ“ – სანდრო ბრეგაძე
„ჩათვალეთ, ეს ინფორმაციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მაქვს… ღიად გეტყვით – მე ვიცი მინისტრები, მათი მოადგილეები, რომლებიც პირდაპირ ქრთამს იღებენ“ – სანდრო ბრეგაძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე. – რას შესცვლის ბიძინა ივანიშვილის ღიად მოსვლა „ქართული ოცნებისთვის“? – მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“, ფაქტიურად, აღარ დარჩნენ პოლიტიკოსები, ერთეული გამონაკლისების […]
ვინ არიან ქართველები, რომელთაც ბრალად უნიკალური წიგნების მოპარვა ედებათ – ბიბლიოთეკების ძარცვის ყველაზე მასშტაბური ქსელი
“დაკარგული ბრილიანტები!” – საქართველო ერთ ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც წიგნების მაფია უნიკალურ გამოცემებზე ნადირობს. კვალი მოსკოვზე მიდის. ევროპის ქვეყნებში უკვე მოპარულია რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ათეულობით წიგნი, რომელთა შორის რუსი კლასიკოსების პირველი გამოცემებია. “კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ანალოგიური დანაშაულისთვის საქმე აღძრულია საქართველოშიც, თუმცა პუშკინის ქვეყნიდან გატანა ვერ მოასწრეს. დანაშაულებრივი ქსელის მთავარი ფიგურანტები ქართველები არიან. “პუშკინი” – […]
აღმასრულებელი და საპარლამენტო ლიდერების მიერ თანამდებობრივი ადგილების გაცვლა ძალიან კარგია პროცესისათვის, იმიტომ, რომ სპეციფიკა, რაც ახასიათებს ამ მიმართულებებს, კიდევ უფრო გაძლიერდა – ეკა სეფაშვილი
სახელისუფლებო გუნდში დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი და პროცესებს დადებით შეფასებას აძლევს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როტაცია, რომელიც ხდება თანამდებობის პირებს შორის, დემოკრატიის ნიშანია. “სამთავრობო გადაადგილება ადასტურებს ჩვენს გუნდში დემოკრატიის არსებობას, რადგან ეს არის როტაცია, რომელიც ხდება თანამდებობის პირებს შორის. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს თავისი მუშაობას სპეციფიკა. […]
მარკ ზაკერბერგი კონგრესში Facebook-ზე ბავშვთა უსაფრთხოების სტარტარტებზე ჩვენებას აძლევს
ტექნოლოგიური კომპანიების მმართველები სენატში იმყოფებიან, სადაც მათ ქსელებში ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტებზე ჩვენებას აძლევენ. კონგრესში Facebook-ის, TikTok-ის, X-ის, Discord-ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები წარადგენენ ბავშვების უსაფრთხოების დაცვის თავიანთ პოლიტიკას. გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენების ინტერესის საგანია ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ინტერნეტში. კონგრესმენების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი კომპანიები არ აკეთებენ საკმარისს იმისთვის, რომ ბავშვები სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცულები იყვნენ. […]