გაეროს სასამართლომ აღიარა დონბასის თაობაზე რუსეთის მიმართ უკრაინის პრეტენზიების ნაწილი
გაეროს ორგანომ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 31 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო სარჩელზე, რომელიც უკრაინამ 2017 წელს აღძრა რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კონვენციები ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კიევი თავის სარჩელში ამტკიცებდა, რომ მოსკოვი აფინანსებდა დონბასის შეიარაღებულ სეპარატისტებს, რომლებსაც უკრაინა ტერორიზმში სდებს ბრალს, […]
კობახიძის ეკონომიკური ანალიზის თავისებურებები
წარდგენამდე კობახიძე უკვე შევიდა პრემიერის როლში. სოციალურ ქსელში სამთავრობო ცვლილებების დადასტურებამდე საათებით ადრე გამოაქვეყნა ეკონომიკური ანალიზი, რომელიც სპეციალისტების თვალში კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან შეუსაბამო შედარებას აკეთებს. კობახიძის პროგნოზით, 2030 წლისთვის საქართველო მოწინავე ევროპულ ქვეყნებს დაეწევა. დემაგოგია და აბსურდი – ასეთია შეფასებები. სპეციალისტები ეკონომიკური განვითარების წინაპირობად კობახიძეს კორუფციასთან ბრძოლას, დამოუკიდებელ სასამართლოს და მცირე მთავრობას უსახელებენ, რისგანაც […]
ხვალ, “ქართული ოცნების” ყრილობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდება – ვინ გაყვება ირაკლი კობახიძეს პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში
საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაში სიახლეა. გარკვეულწილად ეს სიახლეა პოლიტიკური სისტემისთვისაც, რადგან ორ სახელისუფლებო შტოს შორის ამ დონის გადაადგილება ჯერ არ ყოფილა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე თვლის, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტის და მთავრობის ურთიერთობას. პარლამენტს, რომელიც მომდევნო კვირიდან ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დროულ დამტკიცებაზე იქნება პასუხისმგებელი. “ქართული ოცნება” წლის პირველ […]
ზურა გირჩი, დროა და ნიკა მელია – კიდევ ვინ იქნებიან გვარამიას პოლიტიკური პარტნიორები
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები და მაღალჩინოსნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან. მიხეილ სააკაშვილის გუნდს ნიკა გვარამია პოლიტიკურ პარტნიორად, ამ ეტაპზე, აღარ განიხილავს და საარჩევნო მოედანზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად გამოდის. “მთავარი არხის” დამფუძნებელს მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია ნიკა მელიაც, თუმცა იქნება თუ არა “ნაციონალური მოძრაობიდან” გაძევებული პოლიტიკოსი მისი საარჩევნო პარტნიორი, ამ ეტაპზე, უცნობია. […]
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს
საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს. 2023 წლის ბოლო თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. გასული წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7%-ს გაუტოლდა. პოზიტიური წვლილი ზრდაში: ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლებისა და საფინანსო და საქმიანობების სექტორებში აქტივობის ზრდამ შეიტანა. 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა ასევე, საინვესტიციო აქტივობის, […]
თბილისის ქუჩებში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდნენ – რა მარშრუტით ივლის განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი
თბილისის ქუჩებში, 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები გამოჩნდა. განსაზღვრულია მარშრუტიც – 9 ცალი MAN-ის ფირმის ავტობუსები დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს. 302-ე მიმართულებაზე ახალი დიდი ავტობუსების დამატება მოთხოვნამ განაპირობა. დიდი დიღმის მოსახლეობისთვის არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისი არ იყო. ავტობუსები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. […]
თბილისის სიმფონიური ორკესტრი მორიგი კონცერტისთვის ემზადება
ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონია ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სცენაზე – თბილისის სიმფონიური ორკესტრი მორიგი კონცერტისთვის ემზადება. უკვდავ კომპოზიციებზე მაესტრო რევაზ ტაკიძე ორკესტრთან ერთად მუშაობს, კახიძის ცენტრში კი კონცერტისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კონცერტზე მოსული მსმენელისთვის, დვორჟაკისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, სიმფონიური, ლონდონის იეჰუდი მენუხინის სახელობის მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული მარიამ […]
“ტორპედო” გაძლიერებას განაგრძობს – ამჯერად ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

“ტორპედოს” პრესსამსახური იტყობინება, რომ მათ გუნდში ბრაზილიელი ლეგიონერი ითამაშებს: “ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პირესმა 2021-22 წლების სეზონი ჰოლანდიური “დენ ჰააგის” შემადგენლობაში გაატარა. მანამდე “ჰოფენჰაიმში” (გერმანია), “მორეირენსესში” (პორტუგალია), “რიეკაში” (ხორვატია), “პალმეირასში” (ბრაზილია), “აუსტრიასა” და “ზალცბურგში” (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული “დნიპრო 1”-ის ღირსებას იცავდა. ამჟამად “ტორპედო” თურქეთში ემზადება, მეორე შეკრებას კი ესპანეთში გაივლის. ღმერთმა ქნას რეალურად გაძლიერდეს […]
გენერალი დეივისი- 2024 წელი უკრაინისთვის რთული იქნება
უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის, 2 წელი გავიდა. მიუხედავად დასავლური დემოკრატიების მხარდაჭერისა, ქვეყანას დამატებითი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სჭირდება რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. ხუთშაბათს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის ბედს გადაწყვეტენ. ვაშინგტონში კი კანონმდებლები კვლავ ცდილობენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე შეჯერდნენ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა დასავლურ დახმარებას უკრაინისთვის, როგორია ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და რა მოლოდინები […]
უკრაინის დაზვერვა: აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის შეტევა გაზაფხულზე შეწყდება და ჩვენი დაიწყება
რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება და როგორც უკრაინის სადაზვერვო სამსახური ამბობს, რუსეთის იერიშები მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე მიმდინარეობს. რუსეთმა ამ დრომდე ვერ შეძლო ქალაქ ავდიივკას აღება, რომლის ალყაში მოქცევასაც შემოდგომიდან ცდილობენ. კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაცვით პოზიციაში რჩებიან. „რუსეთის შეტევა ჯერ კიდევ გრძელდება. სადღაც ადრე გაზაფხულზე კი სრულად დასრულდება… ახლა […]