“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნების მოგება – დავით კირკიტაძე
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნების მოგება. მათი მიზანი ის არ არის, რომ ქვეყანაში ეს მძიმე ეკონომიკური ვითარება შეიცვალოს,”- ეს განცხადება დავით კირკიტაძემ “რამის კურიერის” ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, საჭიროა ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას იმისთვის, რომ მოსახლეობამ ქვეყანა აღარ დატოვოს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნების მოგება. მათი […]
თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ასაკოვანი მამაკაცი. მკვლელობა ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.თვითმხილველების ვერსიით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მისი მეზობელია. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია შუახნის კაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. „ინტერპრესნიუსი“ შსს-ს დაუკავშირდა, მომხდარის შესახებ მეტი დეტალის მიღებისთანავე, ინფორმაცია განახლდება.
მედიის ცნობით, გერმანიაში მიგრანტების საგადახდო ბარათების ერთიან სტანდარტზე შეთანხმდნენ, სოციალური შემწეობის ნაწილი მიგრანტებს ბარათებზე დაერიცხებათ
მედიის ცნობით, გერმანიაში მიგრანტების საგადახდო ბარათების ერთიან სტანდარტზე შეთანხმდნენ. მიგრანტებს სოციალური შემწეობის ნაწილი, ნაღდი ფულის ნაცვლად, სადებეტო ბარათებზე დაერიცხებათ. ბარათის ახალ ფორმატზე გერმანიის 16 ფედერალური მიწიდან 14 შეთანხმდა. საუბარია ბარათებზე, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული საბანკო ანგარიშთან და მათი გამოყენება მთელი გერმანიის მასშტაბით სხვადასხვა მომსახურების დასაფარად იქნება შესაძლებელი. ამასთან, ამ ბარათების გამოყენება შეუძლებელი იქნება საზღვარგარეთ. ამასთან, […]
ბექა ვარდოსანიძემ სუსი 11-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა

ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ დაახლოებით 11-საათიანი გამოკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა. გამოკითხვის შემდეგ ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო სამსახურში მის თვალწინ გაიხსნა მისი ელექტრონული ფოსტა. „ინტერნეტმა გვაწამა, ცუდი სიხშირე იყო და მაგის გამო გაგვეწელა დრო“, — განაცხადა ვარდოსანიძემ გამოკითხვის შემდეგ. ბექა ვარდოსანიძის თქმით, ტექნიკა ჩამორთმეული აქვს და ამ ეტაპზე ვერ გააგრძელებს მაუწყებლობას. ის უარყოფს მუქარის შემცველი შეტყობინებების […]
აღმასრულებელი ხელისუფლება განვითარების ამ ეტაპზე, ახალ იმპულსებს შეიძენს, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს მას, შედეგი უნდა იყოს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფად განვითარება – ქადაგიშვილი პრემიერის ცვლილებაზე
“მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც უკვე მიღწეულია, ახალ იმპულსებს, მიდგომებს შეიძენს, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს მას,”- ეს განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა. “მიზანიც და მოტივებიც კომპლექსურია, არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ერთი მიზეზი ან ერთი მიზანი. მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ქვეყანას, განვითარების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, […]
ოპოზიციის უმრავლესობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას წარმატებისთვის ვერ მიეღწია – ირაკლი ქადაგიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადადგმული ნაბიჯების შედეგად საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, სოციალურ კვლევებზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვა. “ის პროგნოზები, რომელსაც ვაკეთებთ, დამყარებულია სოციოლოგიურ კვლევებზე, ეს ის საზომია, რომელიც კონკრეტულად გაძლევს საშუალებას, […]
ბათუმში კაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ბათუმში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს. აღნიშნული იფნრომაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. ტაბულასთან საუბრისას შსს-მ თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ზვიად ძიძიგური – „ქართულ ოცნებაში“ ეშინიათ არჩევნების, მშვიდი წელი არ ელოდებათ – რაც შეეხება ოპოზიციას, თუ რამდენიმე ლიდერი დადგება და იტყვის, გავერთიანდითო, ამით „კრამიტებს“ ვერ დაამტვრევენ, საჭიროა ხალხს პოზიტივი შესთავაზო, თუ არადა შეჩვეულ ჭირს დაუჭერენ მხარს
ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაანახა გუნდში, ვინმეს თავში რამე არ აუვარდესო, ეს არის გავლენების დემონსტრაციაც და განმტკიცებაც , – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ამასთან, კითხვას, რით იქნება განსხვავებული ირაკლი კობახიძის მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისგან, ძიძიგური პასუხობს, რომ „არაფრით“. „პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილმა ცვლილებები უნდა გააკეთოს? – ვინმეს თითს […]
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბა
უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბელბეკის აეროდრომი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ნიკოლაი ოლეშჩუკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. “იცოდით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის სევასტოპოლის ტაქტიკური ავიაციის 204-ე ბრიგადა? ასე რომ, მისი ბაზირების საშტატო ადგილი ბელბეკის აეროპორტია! უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში მშობლიურ აედრომში. მანამდე კი მადლობა ყველას, ვინც ყირიმის რუსული ყოფნისგან […]
გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც, ქალი კლინიკაში მოათავსეს. ოჯახში ძალადობის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.