თბილისში მამაკაცი მოკლეს – გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა

თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში ასაკოვანი კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მისი მეზობელია. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია შუა ხნის მამაკაცი.

ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ თანამდებობას და ვუსურვებ წარმატებას… მხარდაჭერა არასერიოზული იქნებოდა ჩვენგან, ვინაიდან ოპოზიცია ვართ – იაგო ხვიჩია

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძეს ულოცავს, თუმცა ამბობს, რომ მხარს ვერ დაუჭერენ ახალ თანამდებობაზე, ვინაიდან ოპოზიციას წარმოადგენენ. “ჩვენგან მხარდაჭერა არასერიოზული იქნებოდა, ვინაიდან მთავრობისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ნიშნავს, რომ შენ უმრავლესობის წევრი ხარ და ჩვენ ოპოზიცია ვართ. “ქართული ოცნების” პოლიტიკა ვერ იქნება ჩემთვის მოსაწონი ვერც ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში და ვერც ირაკლი კობახიძის შემთხვევაში. მიუხედავად ადამიანური ურთიერთობებისა, […]

სტრატეგია გვაქვს, რომ ვერავინ ვერ დადოს შედეგი, სადაც მას 50%-ზე მეტი აქვს – იაგო ხვიჩია

პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებიდან მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დარჩნენ როგორც პოლიტიკური მოთამაშეები, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი შინაარსობრივად არ არსებობენ. ხვიჩიას თქმით, პარტიების ნაწილი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანთან აპირებს თანამშრომლობას. მისივე თქმით, სწორედ ეს განასხვავებს “გირჩის” სხვა პარტიებისგან – მას შეუძლია თანამშრომლობა, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ასევე “ქართულ ოცნებასთან” “დანარჩენი პოლიტიკური პარტიები […]

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 1-ელ თებერვალს – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანია, მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ხოლო პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. მისივე თქმით, მათი მიზანია, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველი კვირის ბოლოს საქართველოს ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს და დამტკიცდეს. „ხვალ პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი […]

Би-2-ის მუსიკოსები რუსეთში დეპორტაციას გადაურჩნენ

ბელარუსულ-რუსული როკ-ჯგუფ Би-2-ის ყველა მუსიკოსმა უსაფრთხოდ დატოვა ტაილანდი და თელ-ავივისკენ მიემართება. ინფორმაცია ჯგუფის „ტელეგრამ“ არხზე გავრცელდა დამატებითი დეტალების გარეშე. Би-2-ს წევრებმა ერთი კვირაზე მეტი გაატარეს ტაილანდის მიგრაციულ ციხეში. რუსეთი ომის მოწინააღმდეგე მუსიკოსების დეპორტაციას ითხოვდა. რუსეთში დეპორტაცია ემუქრებოდა ჯგუფის სამ წევრს, რომელთაც მხოლოდ რუსული პასპორტები აქვთ. დანარჩენებს ორმაგი (ისრაელის ან ავსტრალიის) მოქალაქეობა აქვთ. ჯგუფის შვიდი წევრი […]

footballtransfers: კვარაცხელია გაბრაზებულია – “არსენალი” ქართველით აღფრთოვანებულია და შეიძლება გადაბირება სცადოს

footballtransfers-ის ვარაუდით, არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის კრიზისში შესვლამ, ქართველისადმი “არსენალის” ინტერესი განაახლოს. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია “ნაპოლის” ისტორიული სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა, დაახლოებით ერთი წელია ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და ხელფასის მომატებას ითხოვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ნეაპოლურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, წელიწადში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს, […]

ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადი კიდევ ერთი წლით შეჩერდეს, თუმცა ევროკავშირში წარმოებული აგრარული პროდუქციის დასაცავად მექანიზმები ამოქმედდეს

ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადი კიდევ ერთი წლით შეჩერდეს, თუმცა ევროკავშირში წარმოებული აგრარული პროდუქციის დასაცავად მექანიზმები ამოქმედდეს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადი კიდევ ერთი წლით შეჩერდეს, თუმცა ევროკავშირში წარმოებული აგრარული პროდუქციის დასაცავად მექანიზმები ამოქმედდეს. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის „გაძლიერებული დამცავი მექანიზმი“ ევროპელი ფერმერების ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული. „ამ მიზნით და […]

ჩაკვეტაძე “შეფილდ უენსდეისთან” მატჩშიც სასტარტოშია

ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეის“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდში ისევ სასტარტოშია გიორგი ჩაკვეტაძე. „უოტფორდი“ 40 ქულით მეათე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 4 ქულა აშორებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კანადის სანაპიროზე მე-19 საუკუნის გემი გამოირიყა

კანადის სანაპიროზე შტორმი ფიონას გამო მე-19 საუკუნის ხის გემი გამოირიყა. ხომალდის სიგრძე დაახლოებით 25 მეტრია. ხომალდის ნარჩენები სანაპიროზე თავდაპირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს. პირველად მუქი ჩრდილი წყალში 21 წლის გორდონ ბლექმორმა დაინახა, როდესაც ქეიფ რეისთან ახლოს ზღვის ფრინველებზე ნადირობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გემი მე-19 საუკუნეშია აგებული, რადგან გემის სტრუქტურაში გამოყენებულა ხის ფიცრები და სპილენძის პალოები. ამას […]