Би-2-ის მუსიკოსები რუსეთში დეპორტაციას გადაურჩნენ

ბელარუსულ-რუსული როკ-ჯგუფ Би-2-ის ყველა მუსიკოსმა უსაფრთხოდ დატოვა ტაილანდი და თელ-ავივისკენ მიემართება.
ინფორმაცია ჯგუფის „ტელეგრამ“ არხზე გავრცელდა დამატებითი დეტალების გარეშე.
Би-2-ს წევრებმა ერთი კვირაზე მეტი გაატარეს ტაილანდის მიგრაციულ ციხეში. რუსეთი ომის მოწინააღმდეგე მუსიკოსების დეპორტაციას ითხოვდა. რუსეთში დეპორტაცია ემუქრებოდა ჯგუფის სამ წევრს, რომელთაც მხოლოდ რუსული პასპორტები აქვთ. დანარჩენებს ორმაგი (ისრაელის ან ავსტრალიის) მოქალაქეობა აქვთ.
ჯგუფის შვიდი წევრი 24 იანვარს ფჰუკეტში გამართული კონცერტის შემდეგ დააკავეს იმ ბრალდებით, რომ სამუშაო ნებართვის გარეშე მუშაობდნენ. Би-2-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯგუფი ატარებს ყველა კონცერტს „ადგილობრივი კანონებისა და პრაქტიკის შესაბამისად“ და მუსიკოსები ორგანიზატორების მიერ არასწორად შევსებული დოკუმენტების გამო დააკავეს. კომპანიამ, რომელმაც მოაწყო Би-2-ის კონცერტი, აღიარა, რომ არასწორად შეავსო ვიზა მუსიკოსებისთვის, თუმცა თქვა, რომ მანამდე მსგავს შემთხვევებში ტაილანდის ხელისუფლება მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი გუდკოვმა, რომელიც ჯგუფის წევრებთან მეგობრობს, თქვა, რომ დევნის უკან რუსი დიპლომატები იდგნენ.
Би-2 ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში. 2022 წელს, რუსული ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე, ჯგუფის კონცერტები რუსეთის ქალაქებში გაუქმდა მას შემდეგ, რაც მუსიკოსებმა უარი თქვეს ომსკში პუტინის მხარდამჭერი ბანერის ფონზე გამოსვლაზე. 2023 წლის მაისში, მსოფლიო ტურნეს დროს ჯგუფის სოლისტმა იგორ ბორტნიკმა (ლევა B-2) გამოაცხადა, რომ არ დაბრუნდება რუსეთში. ორი კვირის შემდეგ რუსეთმა ის „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება