დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია

დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია, თუმცა, სრული რეაბილიტაცია – ტროტუარების მოწესრიგება, განათებები, გამწვანება – მარტში დასრულდება. გამზირი სპეცტექნიკით უკვე დასუფთავებულია, გვიან ღამით დაიწყო გზის დახაზვის სამუშაოებიც. 32 მილიონ ლარად ღირებული მასშტაბური რეაბილიტაცია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გამზირზე გასული წლის აპრილში დაიწყო. „დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში, რაც იყო ჩვენი დაპირება. დაპირება შესრულებულია. ორმხრივად თავისუფლად […]

“ეს სიცრუეა”- რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” და ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. “არ არის სიმართლე, ამაზე საუბარი არ ყოფილა, კრისტიანოც ჩამოსულია და ეგეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჯერ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები […]

ლონდონში ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დააკავეს

ლონდონში ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი, დმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს. მას ბრალი ედება სანქციების დარღვევასა და ფულის გათეთრებაში. ეს ცნობა თავდაპირველად ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. სამართალდამცავებმა ოვსიანიკოვი გასულ კვირაში საკუთარ სახლში დააკავეს. ბრალად დასდეს, რომ Halifax Bank of Scotland-ის ბანკის ანგარიში გახსნა და საერთო ჯამში 65 000 ფუნტი სტერლინგის […]

2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ერთ წელიწადში მაჩვენებელი ორჯერაა გაზრდილი

2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მიგრანტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, – ინფორმაციას Euronews-ი გაეროს მიგრაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში, ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა. რაც შეეხება ერთწლიან მაჩვენებლებს – 2023 წელს 3 041 მიგრანტია დაღუპული ან დაკარგული, რაც, 2022 […]

ტერაბანკი 2023 წლის მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მზარდ შედეგებს აქვეყნებს

ტერაბანკმა სტრატეგიული მიმართულების — მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის 2023 წლის ფინანსური შედეგები შეაჯამა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა, გასული წლების მსგავსად, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების სეგმენტზე პოზიტიური დინამიკა აჩვენა: საკრედიტო პორტფელი, 2022 წელთან შედარებით, 25%-ით გაზარდა, სადეპოზიტო პორტფელი კი — 8%-ით. რაც შეეხება ბიზნესკლიენტების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 22%-ით მოიმატა. 2023 წლის განმავლობაში ტერაბანკმა ათასობით სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი […]

სახეზე გვაქვს 10%-იანი ფასის კლება, რეგიონში 2 ომია, რომელ ინვესტიციებზეა საუბარი? – მერაბ ლომინაძე

„სახეზე გვაქვს 10%-იანი ფასის კლება, რეგიონში 2 ომი, რომელ ინვესტიციებზეა საუბარი? – ამას დაამატეთ რეგიონში ერთი ომი, მეორე ომი, შავი ზღვის რეგიონს ეკუთვნის უკრაინა და რომელ ინვესტიციებზეა საუბარი?“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თრეიდინგ სოლუშენსის“ თანადამფუძნებელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, კერძო სექტორმა და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მაქსიმალურად მოხდეს საწარმოების […]

უკრაინაში დემილიტარიზებული ზონა ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის ტერიტორია შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის მოქმედებისგან დაიცვას – პუტინი

უკრაინაში დემილიტარიზებული ზონა ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის ტერიტორია შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის მოქმედებისგან დაიცვას, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ბელგოროდის რეგიონში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზეც. მისი მტკიცებით, ექსპერტულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ “ილ 76”-ის ჩამოგდებისას გამოყენებული იყო აშშ-ის მიერ მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა “პატრიოტი”. პუტინი ასევე ამბობს, რომ, რუსეთისა […]

ახლო აღმოსავლეთის ომის 118 დღე – ღაზის სექტორის სამხრეთით, ალ-ამალის საავადმყოფოსთან, ისრაელმა ინტენსიური ცეცხლი გახსნა

ახლო აღმოსავლეთში ომი 118 დღეა მიმდინარეობს – პალესტინის “წითელი ნახევარმთვარის” სააგენტო იტყობინება, რომ ისრაელის ძალები ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისში მდებარე ალ-ამალის საავადმყოფოსთან, “ძლიერად ისვრიან”. ნასერისა და ალ-ამალის საავადმყოფოები, რამდენიმე დღეა, ალყაშია. ომის დაწყებიდან, ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად, 27 ათასი ადამიანი დაიღუპა და 66 ათასი დაიჭრა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, საღამოს, ამერიკულმა გამანადგურებელმა წითელ ზღვაში […]

გერმანიის 11 აეროპორტში გაფიცვაა

გერმანიის აეროპორტებში თანამშრომელთა ნაწილის გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, დღეს, 1 თებერვალს სულ მცირე 1100 რეისი გაუქმდება. აეროპორტების გაერთიანების, ADV-ს ცნობით, ერთდღიანი გაფიცვა 200 000-მდე მგზავრს დააზარალებს. პროფკავშირ Ver.di-ს მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში მონაწილეობს 25 000 თანამშრომელი, რომლებიც აეროპორტების უსაფრთხოებას და მგზავრების და ბარგის შემოწმებას უზრუნველყოფენ. გერმანული მაუწყებლის, DW-ს ცნობით, პროფკავშირი საჰაერო უსაფრთხოების და დაცვის სამსახურების ფედერალური გაერთიანებისგან […]

როგორ ხვდება უხარისხო საწვავი ქართულ ბაზარზე – სენტა პეტროლიუმი

საწვავის ხარისხის შემოწმებისას აღებული 100 სინჯიდან დარღვევა 28 შემთხვევაში გამოვლინდა, რისთვისაც კომპანიებზე 2 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა. ასეთია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხის შემოწმების შედეგები. “საქონელი როცა შემოდის, მისი განბაჟება თუ ოფიციალურად ხდება, ყველა კომპონენტი, რომელიც სახელმწიფოს მიერაა […]