„ქართული“ – დუბაიში ქართული რესტორანი გაიხსნა

დუბაიში ქართული რესტორანი „ქართული“ გაიხსნა. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელმა, მარიამ შევარდნაძემ BM.GE-სთან განაცხადა, დუბაიში არაერთი ქართული რესტორანი ფუნქციონირებს, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ქართველის გაკეთებული. ამასთან, მათი უდიდესი ნაწილი კომერციულ გათვლებზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, მათი მიზანი მომხმარებლებისთვის ავთენტური გემოების შეთავაზება და სახლურ გარემოში მასპინძლობა გახდა. შევარდნაძის თქმით, თავდაპირველად, სანამ რესტორანი გაიხსნებოდა, პარტნიორთან ერთად მიტანის სერვისი შექმნა, […]

თბილისში MIXXON -ის ბრენდის ქვეშ ვისკის პირველი ბუტიკი გაიხსნა

თბილისში MIXXON -ის ბრენდის ქვეშ ვისკის პირველი ბუტიკი გაიხსნა. ბუტიკში მომხმარებელს 300-მდე დასახელების ვისკის ექსკლუზიური და ლიმიტირებული რელიზები დახვდება, რომლებიც ხშირად ევროპულ ბაზრებზეც რთული საპოვნელია. განსაკუთრებით საინტერესოა კასრის სიძლიერის და ტორფირებული ვისკები ასევე პირველი შევსების შერის კასრებში დაძველებული ვისკების ძალიან მდიდარი არჩევანი. გარდა ლიმიტირებული რელიზებისა, „მიქსონში“ ვისკის მოყვარულები და უბრალოდ საჩუქრის მაძიებლებიც სხვადასხვა ბრენდის ძირითადი […]

ქართული პრესის მიმოხილვა 01.02 .2024

უკრაინა ევროპისგან პასუხს ელის – რას გადაწყვეტენ 1 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები “სიფრთხილის რაუნდი” ოპოზიციაში – რატომ ცდილობენ პოლიტიკოსები ენმ-სგან დისტანცირებას როგორი იქნება „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია ღარიბაშვილის პარტიული და კობახიძის სამთავრობო ხელმძღვანელობით * * * უკრაინა ევროპისგან პასუხს ელის – რას გადაწყვეტენ 1 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები “ომში მყოფი უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას […]

ვიქტორია ნულანდი – GLSDB ბომბები უკრაინელი სამხედროებისთვის ფრონტზე უკვე გაიგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას GLSDB ბომბები გადასცა, რომელიც უკვე უკრაინელი სამხედროებისთვის ფრონტზე გაიგზავნა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას. „ეს მოიცავს ახალ ინვესტიციებს და შეიარაღების ახალ სისტემებს, როგორიცაა მსუბუქი, მცირე დიამეტრის ბომბები, რომელიც უკვე მიემართება ფრონტზე, […]

ირაკლი ზარქუა – მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს, მაინც შეძლეს დასრულება – მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ!

მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [დასრულება] – მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ”. “მიუხედავად იმ […]

აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ბრიტანელ კოლეგას, გრანტ შაპსს ვაშინგტონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, მხარეებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ლოიდ ოსტინმა და გრანტ შაპსმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ჯარებზე ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების ესკალაცია, „ჰუსიტების“ უკანონო თავდასხმები საერთაშორისო გემებზე წითელ ზღვაში და ღაზაში ჰუმანიტარული […]

საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

29-31 იანვარს თბილისში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) პროექტზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი გაიმართა. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, ასევე მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოს მხრიდან […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ დღეს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასა და ყრილობას დღეს გამართავს. პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობა კი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას კი უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ თებერვალს ქუთაისში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც უნალექო ამინდია. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით […]

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება. აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს. ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ. ამის შემდეგ ახალი […]