„ასე იყო საჭირო და იმიტომ“ — ზავრადაშვილის პასუხი კითხვაზე, „რატომ მოგატყუათ ივანიშვილმა?“

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა „საჭირო იყო“ და პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. ირმა ზავრადაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა მას კითხვები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც 1 თვის წინ აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ იგეგმებოდა. „ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა და ახლა მასთან კითხვები […]
ლონდონში სევასტოპოლის სანქცირებული, ყოფილი „გუბერნატორი“ დააკავეს

ლონდონშიდ დააკავეს რუსეთის ანექსირებული ყირიმის დედაქალაქის, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, დიმიტრი ოვსიანიკოვი, იტყობინება „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური. მედიის ცნობით, ოვსიანიკოვი, რომელიც სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი 2016-19 წლებში იყო, შემდეგ კი მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ეჭვმიტანილია Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნასა და ანგარიშზე თანხის შეტანაში. ეს სამართალდარღვევად ითვლება, ვინაიდან ოვსიანიკოვი ბრიტანეთს 2020 წლიდან ჰყავს სანქცირებული. […]
წერეთელზე სამუშაობის დასრულების შემდეგ, რამდენიმეგან მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით შეძლებენ. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა მძღოლებს მარცხნივ მოხვევითაც შეეძლებათ. გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი […]
საქართველოში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რუსი პოლიტოლოგი არ შემოუშვეს

რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრასენინოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ის საქართველოს საზღვრიდან უკან 29 იანვარს გააბრუნეს. ინფორმაციას ის თავად ავრცელებს და სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) წერს, რომ მას თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობდა, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უცნობი მიზეზით, არ მისცეს. “მე ვერ შევძელი საქართველოში შესვლა: საპასპორტო კონტროლის შედეგებზე […]
მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს – ირაკლი ზარქუა
“ქართული ოცნების” მერვე ყრილობის საჯარო ნაწილი 14:00 საათზე, სასტუმრო “პარაგრაფში” დაიწყება. ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს – “ქართულ ოცნებას” ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. მანამდე, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დელეგატებს ოფიციალურად წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. მმართველი პარტიის ყრილობამდე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. “მნიშვნელოვანი დღე გვაქვს პარტიას, მმართველ გუნდს – ჯერ პოლიტსაბჭო გაიმართება, […]
ცნობილი იტალიური სპორტული გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი უკვე საქართველოშია
ცნობილი იტალიური სპორტული გაზეთი, La Gazzetta dello Sport-ი უკვე საქართველოშია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპორტული მედიაპლატფორმა, საქართველოში La Gazzetta dello Sport Georgia-ს სახელით გამოიცემა და სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურ ამბებს, ანალიზებსა და ისტორიებს შესთავაზებს. პრეზენტაციას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. SMH Sports-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, La Gazzetta dello Sport-ის ფრენჩაიზი სწორედ მათ […]
მეტროსადგურ “ავლაბრის” რეაბილიტაციის დასრულება ზაფხულამდე გადაიდო

სამუშაოები გაზაფხულის ნაცვლად ზაფხულში დასრულდება. განახლებული ვადა ჟურნალისტებთან საუბარში წერეთლის გამზირზე დაასახელა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც იქ სატრანსპორტო გზის გახსნის შემდეგ მივიდა. წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის დასრულების ვადამაც იანვრიდან მარტამდე გადაიწია. დღეს მხოლოდ გზის სავალი ნაწილი გაიხსნა. “რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ […]
CNN-ის წყაროს თანახმად, ზელენსკი ზალუჟნის, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გადააყენებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გენერალ ვალერი ზალუჟნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. ზელენსკის განზრახვის შესახებ ბოლო დღეებში წერდნენ BBC, Financial Times-ი და Washington Post-ი. მათი წყაროების მსგავსად, CNN-ის წყაროებიც ადასტურებენ, რომ 29 იანვარს ზელენსკი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების […]
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, იტყობინება კომპანია „ჩერნომორენერგო“. „1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, – ნათქვამია განცხადებაში. დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „სოციალური ნაკადის“ ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება. თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ […]
თეონა აქუბარდია – თუ „ქართული ოცნების“ მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით, მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს

თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსა და მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით და მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს – ივანიშვილს აქვს თავისი საკითხები და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ღარიბაშვილის კორუფციულ საქმეებს უკავშირდებოდეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით […]