ბელგიის პრემიერი – დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდება

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდება, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე განუცხადა. ალექსანდრე დე კროომ აღნიშნა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ძალიან მნიშვნელოვანია. „ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებას ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის […]

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება. 14:00 საათზე კი „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის […]

Reuters – ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვას იწყებს

ევროკომისია შაბათს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დეტალების შესახებ არაფორმალურ მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს, – ინფორმაციას Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი მზადაა, 24 თებერვალს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით სასანქციო ზომების მე-13 პაკეტი შეადგინოს. დისკუსიები, რომელიც შაბათს იწყება, არის ბოლო ნაბიჯი იქამდე, სანამ კომისია ოფიციალურად წარადგენს ახალ პაკეტს, რომელსაც ევროკავშირის […]

ირაკლი ზარქუა თინა ხიდაშელზე – ტაივანი არის სეპარატისტების, თავდაცვის ყოფილი მინისტრი იქიდან იღებ დაფინანსებას და ამით ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო – ეს მავნებლობაზე მეტია

ჩემთვის აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა ქალბატონმა ხიდაშელმა, ორმაგად აღმაშფოთებელი და მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სეპარატისტული რეგიონიდან დაფინანსებას იღებს. ტაივანი არის სეპარატისტების, იქიდან იღებ დაფინანსებას და ამით ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო და ჩიხში შეიყვანო – ეს მავნებლობაზე მეტია, მე თუ მკითხავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი […]

ნიკა გვარამია – ვფიქრობ, საქართველოში ამ არჩევნებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა

ვფიქრობ, საქართველოში ამ არჩევნებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ისაუბრა საქართველოში საარჩევნოდ სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა, კომპეტენციის მიმართულებით ოპოზიციას სამუშაო აქვს საკუთარ კომისიის წევრებთან. “ოპოზიციას, პირველ რიგში, სჭირდება საკუთარი […]

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. “კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით. გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება […]

ირაკლი ზარქუა თინა ხიდაშელზე: ტაივანი არის სეპარატისტების, თავდაცვის ყოფილი მინისტრი იქიდან იღებ დაფინანსებას და ამით ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო – ეს მავნებლობაზე მეტია

“ჩემთვის აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყო ის განცხადებები, რომლებიც გააკეთა ქალბატონმა ხიდაშელმა, ორმაგად აღმაშფოთებელი და მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სეპარატისტული რეგიონიდან დაფინანსებას იღებს. ტაივანი არის სეპარატისტების, იქიდან იღებ დაფინანსებას და ამით ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო და ჩიხში შეიყვანო – ეს მავნებლობაზე მეტია, მე თუ მკითხავთ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი […]

მოუთმენლად ველი მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალ მთავრობასთან – მზად ვართ, ვიმუშაოთ ახალ პრემიერთან, რათა საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე – ევროკავშირის ელჩი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან. გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მოუთმენლად ველი მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალ მთავრობასთან, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მისთვისაც საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. „ვიცი, რომ […]

ანალიტიკოსების შეფასება და მოსალოდნელი ფასი – თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმას 2 ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე 2 ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. ანალიტიკოსების შეფასება საინვესტიციო პლატფორმაზე სასურველი კომპანიის ან ფონდის გვერდზე, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებას გაეცნობი. აქ, შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებით, 3 ტიპის შეფასება დაგხვდება: · ყიდვა – ანალიტიკოსების უმრავლესობას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს და აქტივის ყიდვას უჭერს მხარს. · ნეიტრალური – ანალიტიკოსების უმრავლესობას ნეიტრალური პოზიცია აქვს და […]

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა

მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ქართველი ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებისგან ინტერესი ისევ გაჩნდა. 22 წლის შემტევის შეძენით ამჯერად ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა. ინფორმაციას „Football Transfers“-ი ავრცელებს. იტალიური ვებ-გვერდის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ხელფასი ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და წელიწადში […]