გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მასშტაბური აქცია „3 წიგნი 10 ლარად“ დაბრუნდა

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მკითხველის საყვარელი აქცია „3 წიგნი 10 ლარად“ დააბრუნა. ეს გახლავთ შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც წინასწარ შერჩეული კატალოგიდან 3 წიგნს 10 ლარად შეიძენთ. აქცია დღეიდან, პირველი თებერვლიდან ძალაშია. საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში დაგხვდებათ აქციისთვის სპეციალურად გამოყოფილი თაროები, სადაც სააქციო წიგნები განთავსდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთავაზებით სარგებლობას სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მკითხველები შეძლებენ, […]
Reuters – ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვას იწყებს

ევროკომისია შაბათს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დეტალების შესახებ არაფორმალურ მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს, – ინფორმაციას Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი მზადაა, 24 თებერვალს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით სასანქციო ზომების მე-13 პაკეტი შეადგინოს. დისკუსიები, რომელიც შაბათს იწყება, არის ბოლო ნაბიჯი იქამდე, სანამ კომისია ოფიციალურად წარადგენს ახალ პაკეტს, რომელსაც ევროკავშირის […]
ირაკლი ზარქუა ოპოზიციას – „ლუზერები“ ხართ, ხელმოცარულები, ქართველმა ხალხმა იცის თქვენი მისია, ამოცანა და მიზანი და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ – ჩირგვებში

კანონპროექტით, რაც შემოვიტანეთ და მერე სხვანაირად შეფუთეს, გვინდოდა, საზოგადოებას სცოდნოდა, ვისგან და რა მიზნით იღებენ [ორგანიზაციები] დაფინანსებას. ეს იყო კანონის შინაარსი და ამოცანა, მეტი არაფერი – გაიგოს საზოგადოებამ, ეს რადიკალები საიდან ფინანსდებიან და რა ამოცანა აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რადიკალების ამოცანაა, დაძაბონ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა […]
გიგი უგულავას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კარგი ახალი ამბავი სტრასბურგიდან: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემ მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემს საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც. შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის […]
ზურაბ ჯაფარიძე – ამ სამთავრობო ცვლილებებით არსებითად არაფერი იცვლება – ერთპიროვნული მმართველობაა მთავარი ბარიერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამას გასაგებად, დამარცვლით გვეუბნებიან

ამ სამთავრობო ცვლილებებით არსებითად არაფერი იცვლება, – ასე აფასებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამთავრობო ცვლილებებს ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ერთპიროვნული მმართველობაა. „ყველასთვის გასაგებია, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც ბოდავდა მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ ვითომ ივანიშვილი რას აკეთებდა ვერ წარმოედგინა, სინამდვილეში ყველაფერს ეს კაცი მართავს. მისი დავალებები უნდა შეასრულონ […]
“სიმართლე გითხრათ, ეს დიდი უსამართლობაა” – ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა “კვარა” და ლეაო ერთმანეთს შეადარა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ Netweek Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს “ნაპოლისა” და “მილანის” გარემარბები ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო შეადარა. ბარგიჯას თქმით, ის უპირატესობას ქართველს ანიჭებს და ამ ორ ფეხბურთელს შორის სახელფასო სხვაობას უსამართლობას უწოდებს. “ლეაო კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, დაახლოებით 6-ჯერ მეტს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მე უპირატესობას ქართველს ვანიჭებ. მართალია ამ სეზონში ძველებურად შედეგიანი […]
„ის, რომ ერთგვაროვანი შეფუთვის რეგულაცია „აიქოსს“ არ შეეხო, კონკრეტული ბიზნესისთვის სასათბურე პირობების შექმნაა“ – გიორგი მაღრაძე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 31 ივლისიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესები გამკაცრდება. ცვლილებების მიხედვით, ყველა სიგარეტი ერთგვაროვანი სადა შეფუთვით უნდა გაიყიდოს. თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა […]
ზავრადაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იქნება?

ქართული ოცნების დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არსებული კომბინაციით საქართველოს კოლექტიური მტრები გაანადგურა და ახალი კომბინაციით ბოლო ლურსმანს დააჭედებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა იყო მიზეზი სამთავრობო ცვლილებებისა, ზავრადაშვილი პასუხობს: “თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად იქნება? ასე იყო საჭირო და იმიტომ”. ირაკლი ღარიბაშვილma 29 იანვარს დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და პარტიის თავმჯდომარის პოსტს […]
ბერაძე სამთავრობო ცვლილებაზე: 2 ძლიერი პოლიტიკოსის გადაადგილებაა

საქმიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც, ჩემი შეხედულებით, 2 კადრის, 2 ძლიერი პოლიტიკოსის გადაადგილებაა. ეს საქმიანი ცვლილებაა […] რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, გამორჩეულ ლიდერს. ის ჩემი მეგობარია, გამორჩეულად მიყვარს და მიმაჩნია, რომ მთავრობის წარმატებული მეთაური იქნება. თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რიმა ბერაძემ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებაზე. 29 იანვარს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ის ქართული ოცნების თავმჯდომარე […]
პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებთ, არჩევნების პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება, დაჩქარდება კიდეც ისე, რომ საქართველომ შეძლოს შემდგომ ეტაპზე გადასვლა – ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის თავის მოსაწონებლად

9 ნაბიჯის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ინტენსიური გახდება მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც 9 თვეში გაიმართება და აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიპყრობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „სიტუაცია ძალიან ნათელია, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ძალიან მოხარული ვართ. ჩვენ, ჩვენი მხრივ […]