ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე იმსჯელებს

ბრიუსელში დღეს, პირველ თებერვალს, იმართება ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კვლავ განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. გადაწყვეტილება გასულ სხდომაზე, დეკემბერში, უნგრეთის უარის გამო ვერ მიიღეს. საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს […]

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შემცირების გამო გრაფიკი წესდება

რუსეთიდან ელექტროენერგიის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით, აფხაზეთში დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა, წერს apsadgil.info. აფხაზური გამოცემის თანახმად, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, დაწესდა შეზღუდვები გრაფიკთან დაკავშირებით მთელი აფხაზეთის მასშტაბით – გრაფიკის განრიგი კი რუსეთიდან ყოველდღიური მიწოდების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. აფხაზეთში, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ენეგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულად მცირდება, ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკთან დაკავშირებული შეზღუდვები წესდება. აფხაზური […]

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზ” კომპანია Черноморэнерго-ზე დაყრდნობით ავრცელებს. „1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, – ნათქვამია განცხადებაში. დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ. „შეზღუდვების გაუქმების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, კომპანია მოსახლეობას შეტყობინებას გაუგზავნის, მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფედერაციისგან […]

ხანდაზმული სესხები – რისი უფლება და ვალდებულება გვაქვს? გვანცა ჟორჟოლიანის ბლოგი

ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველას ფულადი ვალდებულება აქვს ბანკებთან, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. ამიტომ როცა „კომერსანტის დილის“ საავტორო რუბრიკისთვის ხანდაზმული სესხების თემა შევარჩიე, ვიცოდი, რომ მსმენელთა დიდი ნაწილი დაინტერესდებოდა. მაგრამ ამდენ კითხვასაც არ ველოდი – რადიო ეთერის მსვლელობისა თუ დასრულების შემდეგ საბანკო სესხის ხანდაზმულობასა და ფინანსურ ბიუროებზე, სხვადასხვა მეთოდით რომ ვადაგადაცილებული სესხების გაცოცხლებას და ვალის ამოღებას ცდილობენ. […]

ხორბლის დროებითი საიმპორტო გადასახადიდან ბიუჯეტში 20 მლნ ლარზე მეტი შევიდა – ლევან სილაგავა

დროებით საიმპორტო გადასახადიდან ბიუჯეტში 20 მლნ ლარზე მეტი შევიდა მოსაკრებლის სახით, – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მისი თქმით, წისქვილების მხრიდან შექმნილია 2-თვიანი გარდამავალი მარაგები, რომელიც პარალელურად ივსება და ნებისმიერი კრიტიკული მომენტისთვის 100%-იანი დაცულობა გვაქვს. „ამ თვეების განმავლობაში ამან მოგვცა კარგი, დადებითი და ხელშესახები ეფექტი. […]

ბორჯომის მერია – 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი

2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურული პროექტებია: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ბორჯომის […]

ოლაფ შოლცი უკრაინის დაფინანსებაზე – გადაწყვეტილების მიღების დროა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიაჩნია, რომ დროა, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ. „გადაწყვეტილების მიღების დროა. ძალიან ბევრს ვიმუშავებ, რომ 27-ვე წევრის შეთანხმებას მივაღწიო“, – განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს სპეციალურ სამიტზე განიხილავენ. მისი თქმით, ევროკავშირმა ერთად უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინამ თავის დაცვა […]

დონალდ ტუსკი – ევროკავშირი უკრაინით არ დაიღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით

ევროკავშირი უკრაინით არ დაღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე განუცხადა. „ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ და, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინის გარშემო ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ეგოისტური თამაშის გაგებას ვერ ახერხებს და ახლა უკრაინის […]

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე – რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია, თვითონ მოისურვა წასვლა, მე არ მომისურვებია

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. მან ასე უპასუხა კითხვას, “რატომ მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა”. „რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია,” – განაცხადა ივანიშვილმა.

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას, დრო აღარ იცდის

ჩემი წინადადებაა გაიზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო მექანიზმში, ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან დრო აღარ იცდის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამიტი მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უდიდესი საფრთხეა ევროპის […]