უგულავას საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს დარღვევა დაუდგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს დარღვევა დაუდგინა. საუბარია „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე, რომელშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ სცნო 48 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაში. უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2020 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. საქმის განმხილველ მოსამართლეებს შორის, ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო. სწორედ ამ საკითხზე […]
„ოცნება“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძეს წარადგენს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარტიის აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილმა, „ოცნების“ ყრილობაზე, წარმატებები უსურვა მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს. კობახიძე შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა და აღნიშნა, რომ კობახიძის ადგილას გადავიდოდა და პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა. პრემიერის პოსტზე კანდიდატის წარდგინება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან და „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ […]
“დიდი ბებია სომეხი მყავდა, მისი დედა კი აზერბაიჯანელი იყო” – რას წერს ნანიკო ხაზარაძე – Marao

ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს. ნანიკოს მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობს – მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე […]
გერმანიაში აეროპორტის თანამშრომელთა გაფიცვის გამო 1 000-ზე მეტი რეისი გადაიდო

გერმანიაში აეროპორტების თანამშრომელთა 1-დღიანი გაფიცვის გამო ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტი რეისი გადაიდო, შედეგად კი 200 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა. გერმანიის აეროპორტთა ასოციაციის ცნობით, თანამშრომლები გერმანიის 11 აეროპორტში გაიფიცნენ. შედეგად ბერლინის, ჰამბურგის, ჰანოვერისა და შტუტგარტის აეროპორტებში ყველა ფრენა გაუქმდა. აეროპორტმა ასევე გააფრთხილეს მგზავრები, რომლებიც გერმანიას სატრანზიტოდ იყენებენ. გაერთიანების ცნობით, გაფიცვის გამო შეიძლება, შეფერხებები მათაც შეექმნათ. […]
წითელ ზღვაში ჰუსიტებმა ამერიკულ გადამზიდ ხომალდზე იერიში მიიტანეს

წითელ ზღვაში ჰუსიტებმა ამერიკულ კომერციულ გადამზიდ ხომალდზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჰუსიტების პრესსპიკერმა, იაჰია სარეამ გაავრცელა. საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ გემზე სამხრეთ იემენის ადენის პორტში აფეთქება დაფიქსირდა. ჰუსიტების პრესსპიკერის თქმით, ამერიკული კომერციული გემი ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიებისკენ მიცურავდა და ისინი ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებზე თავდასხმაზე არ იყოყმანებენ. ამავდროულად, აშშ-ს საჰაერო ძალებმა […]
1 თებერვალს კინოთეატრ ამირანში ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმი “ლოტო” გამოვა

1-დან 4 თებერვლის ჩათვლით კინოთეატრ ამირანში ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმი ლოტო გამოვა. ფილმის პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით, საქართველოსა და ლიტვის ერთობლივმა სურათმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო პრომეთე მიიღო. ლოტო ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ნამუშევარია, რეჟისორი გადაღებების დროს გარდაიცვალა. ფილმი მისმა შვილმა, თამთა ხალვაშმა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებმა დაასრულეს. თავად […]
სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში სევასტოპოლის ყოფილი “გუბერნატორი” დააკავეს

სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში, ანექსირებული ყირიმის დედაქალაქის, სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი, დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს. მედიის ცნობით, ის დაკავებულია Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნასა და თანხის შეტანაში. ეს სამართალდარღვევად ითვლება, რადგან ოვსიანიკოვი ბრიტანეთში 2020 წლიდან სანქცირებულია და იქ ფინანსური საქმიანობა ეკრძალება. ოვსიანიკოვი, 2016 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სევასტოპოლის “გუბერნატორად” დაინიშნა და 2019 წლის ივლისამდე […]
“სიმართლეს ვერ დამალავთ, ფაქტიც სახეზეა” – “ჩემი ქალაქი მკლავს”

წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციამდე რა დრო დარჩა აღარავინ ვიცით რადგან თბილისის მერიამ გაავრცელა დეზინფორმაცია და შეიყვანა ხალხი შეცდომაში.! თბილისის მერია / Tbilisi City Hall შემდეგში როდესაც ჩვენი მოძრაობა დისკრედიტაციას გადაწყვეტთ კარგად დაფიქრდით, ჯერ ერთი არ გამოგივათ და მეორეც უკუკავშირი ამაზე უფრო მკაცრი გვექნება ვიდრე ახლა გვქონდა, სიმართლეს ვერ დამალავთ, ჩვენ კიდევ ვამბობთ სიმართლეს და ფაქტიც […]
ვიმედოვნებთ, საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, წელს მოხდეს – პაველ ჰერჩინსკი
ჩვენ ველოდებით, რომ სამუშაოები გაძლიერდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ცხრა თვეში გაიმართება და დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, პარალელურად, რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოები წინ წავა, აჩქარდება კიდეც და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, ამ წელს მოხდეს, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის […]
“რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია” – ივანიშვილი ღარიბაშვილზე

“თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია” , – ასე უპასუხა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ გადააყენა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, “რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს”, რაზეც მან უპასუხა: “რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია, ამას რა უნდა დავუწუნო”. დღეს ქართული ოცნების ყრილობა უნდა გაიმართოს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება. ყრილობის […]