ვედანტ პატელი საქართველოს მთავრობაზე – მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ

არ ვაპირებ წინასწარ მიმოხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის დაუწესებს აშშ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სანქციებს. „არ ვაპირებ წინასწარ განხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს ან არ […]
სპეცრაზმმა პრაქტიკურად სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრიც – დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. აღნიშნული ტერიტორია თითქმის სრულად გათავისუფლებულია მომიტინგეებისგან. ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა. მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი.
რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება – პარლამენტთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე სპეცრაზმი გამოჩნდა, განლაგდა წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ საპატრულო პოლიციის უკან კორდონი აქვთ გაკეთებული. სწორედ სპეცრაზმის უკან, დგას წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმი ჩადგა ჭიჭინაძის ქუჩაზეც. გარდა ამისა, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია თავისუფლების მოედანზე, სადაც მობილიზებულია ასევე, წყლის ჭავლის მანქანაც. პარალელურად, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად კლავ იყენებენ წყლის ჭავლს. Ipn.ge
დაიწყო დაკავებები, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე სპეცრაზმი გამოჩნდა, განლაგდა წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ საპატრულო პოლიციის უკან კორდონი აქვთ გაკეთებული. სწორედ სპეცრაზმის უკან, დგას წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეებს არ გამოუყენებიათ არც პიროტექნიკა. წყლის ჭავლი გაუშვეს ცოტა ხნის წინაც. დაიწყო დაკავენებების სერიაც იმის მიუხედავად რომ რუსთაველზე ათასობით ადამიანი დგას.
საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები აღარ განხორციელდება – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს. „ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი. მის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ავრცელებს.
,, თუ ვინმე უნდა შეხვდეს კობახიძეს, რომელსაც რიტორიკით შეუძლია მისი მოგება, ეს გახარიაა” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: ,,შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან, მაგრამ თუ ვინმე უნდა შეხვდეს კობახიძეს, რომელსაც რიტორიკით შეუძლია მისი მოგება, ეს გახარიაა. რა უჭირავს კობახიძეს მის წინააღმდეგ? – ჰა, მოღალატე ეძახოს, ბელადს როგორ უღალატეო, იქაც მაგრად დაიცინება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ვერც ნაცობაზე დაუწყებს აპელირებას. ვერც თვალთხარიობაზე დაუწყებს დავას, რადგან ბევრად გადააჭარბეს და ფაქტია, რომ აქამდე არსებულ მმართველ სუბიექტენს […]
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ხუთშაბათს, 22:00 საათზე შედგება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ხუთშაბათს, 22:00 საათზე შედგება. ინტერვიუს შესახებ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა პირველ დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა.
აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთი კორეის ხელისუფლება კანონმდებლების აზრს გაითვალისწინებს და გააუქმებს საომარ მდგომარეობას

აშშ-მა 3 დეკემბერს იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთი კორეის მთავრობა პატივს ცემს საკანონმდებლო ორგანოს წერების გადაწყვეტილებას და გააუქმებს საომარ მდგომარეობას, რომელიც პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა შემოიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, “ რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის კანონები და წესები დაცული იქნება. ეს ეხება პარლამენტში კენჭისყრას“ – უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პეიტელმა. სამხრეთ […]
„მინდა დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“ – მიხეილ სარჯველაძე

„მინდა დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“ – მიხეილ სარჯველაძე „მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, […]
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება. “საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.50%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულება 47.50 გირვანქა სტერლინგია. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 4 წლით შეაჩერა, ქართული კომპანიების აქციების ფასი წინა […]