თამარ კორძაია – საკონსტიტუციო სასამართლო იყო ერთადერთი ორგანო, რომელსაც პრობლემის გადაჭრის გასაღები ჰქონდა, მაგრამ არ გააკეთეს – არ ეპატიებათ!

საკონსტიტუციო სასამართლო იყო ერთადერთი ორგანო, რომელსაც პრობლემის გადაჭრის გასაღები ჰქონდა, მაგრამ არ გააკეთეს – არ ეპატიებათ! , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას გამოეხმაურა. კორძაიას თქმით, „ერთიანობა დაამარცხებს რუსეთის დავალებების შემსრულებელს – ბიძინა ივანიშვილს“. „ამაღამ, ვინმეს რომ თმა ჩამოუვარდეს, ვინმე რომ სცემონ, მათი პერსონალური პასუხისმგებლობაა, თითოეული მოსამართლის. […]

პარლამენტთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე სპეცრაზმი გამოჩნდა, განლაგდა წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ საპატრულო პოლიციის უკან კორდონი აქვთ გაკეთებული. სწორედ სპეცრაზმის უკან, დგას წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმი ჩადგა ჭიჭინაძის ქუჩაზეც. გარდა ამისა, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია თავისუფლების მოედანზე, სადაც მობილიზებულია ასევე, წყლის ჭავლის მანქანაც. პარალელურად, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად კლავ იყენებენ წყლის ჭავლს.

ბათუმში აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძისა და დავით გაბაიძის სახლთან მივიდნენ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ შეძახილებით, “მონებო”. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, თორნიკე რიჟვაძეს არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე უწოდეს. პროტესტის მონაწილეები იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის სახლთანაც. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ჭავჭავაძის და ყაზბეგის ქუჩები აქვთ გადაკეტილი.

U21. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ბრატისლავაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც მეოთხე კალათაში იყო, C ჯგუფში პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან მოხვდა. ფინალური ტურნირი ივნისში სლოვაკეთში ოთხ ჯგუფში ჩატარდება და თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში ხორვატია დაამარცხა და ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპირველობაზე. სხვა ჯგუფები A ჯგუფი: […]

„მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ – უილსონი და კოენი

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და მისი მოადგილე სტივენ კოენი მორიგ ჯერზე ეხმაურებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. „მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და შემდგომ ადმინისტრაციასაც, დაეხმარონ ქართველებს დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენაში. აშშ-ის სახდეპმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დაისაჯონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს. დაკავებული 1999 წელს დაკავებული მოქალაქეა. მას ემუქრება 7 წლამდე პატიმრობა. „სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს. […]

შსს-ს ინფორმაციით, აფეთქების მომზადების ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. უწყების ცნობით, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის „მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური […]

სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

პარლამენტის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ და სპეცრაზმელებს ლაზერებს ანათებდნენ. ამ დროისთვის, პარალმენტის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზებაა. მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც […]

ტურიზმის განვითარება კი არა, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ეკონომიკურ კოლაფსს, შიმშილს, გაჭირვებას ნიშნავს – მაია სიდამონიძე

საქართველოს ტურიზმის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია სიდამონიძის განცხადებით, ქვეყანა რომელიც იზოლაციაში ექცევა და ბელარუსიზაციის მართვის მოდელს იღებს, იქ არც ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, არც საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლასა და მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაციაზეა. ამის შესახებ მან გაერთიანების მიერ გამართული საპროტესტო აქციაზე BM.GE-ის განუცხადა. მისივე ცნობით, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ეკონომიკურ კოლაფსს, შიმშილობას, გაჭირვებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას და გამოხატვის თავისუფლების […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების მომზადების ბრალდებით 1 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად […]