მიხეილ დაუშვილი – ჩვენი მიზანია, „ნაცმოძრაობამ“ თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც „ოცნებამ“ თავის სატელიტებიანად, ჯამში 50%-ზე ნაკლები აიღონ

2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მიზანი არის, რომ “ნაცმოძრაობამ” თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც “ოცნებამ” თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მათთვის მთავარი ამოცანაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება ხელში არ ჩაიგდონ. „ჩვენთვის “ნაცმოძრაობა” […]
ლევან გოგიჩაიშვილი – ვფიქრობ, ივანიშვილი ნაბობს, რომ საერთოდ გამოჩნდა საჯარო სივრცეში – გუშინ ჩანდა, რომ ის შეიძლება ისევ დაბრუნდეს კულისებში

ადამიანურად არ მომწონს ბიძინა ივანიშვილი როგორ ამცირებს ღარიბაშვილს, იმიტომ, რომ ის მაინც ისტორიის ნაწილია. ვიღაცისთვის ირაკლი ღარიბაშვილია და ვიღაცისთვის მომავალში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქნება, ასეთი დამცირება ადამიანის, რომელიც შეიძლება ისტორიის ნაწილი იყოს, ჩემთვის არ არის მისაღები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა განმარტებით, რომ ირაკლი […]
გრანტ შაპსი – დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მხრიდან თავდასხმის რისკი იზრდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მრიდან თავდასხმის რისკი იზრდება. „რეჟიმები, რომლებსაც არ სჯერათ დემოკრატიის, თვალყურს ადევნებენ უკრაინაში მიმდინარე ომს და, შესაძლოა, დაიწყონ თავდასხმა დასავლეთის სახელმწიფოებზე,“- განაცხადა გრანტ შაპსმა The Telegraph-თან ინტერვიუში. მისი თქმით, დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ეგზისტენციალური […]
თემურ ჯანაშია – ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის – მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის

ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის – მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა არ აქვს, მოლოდინი, რომ დასმულ კითხვებზე პასუხებს […]
რუსთავის სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნის დაკავებული დედის და ბიძის პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის, ეგანა მაგარამოვას და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას იმ სკოლის დირექტორი მისცემს, სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა. ასევე, მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიკოვის მშობლები და გამომძიებელი დაიკითხებიან. […]
გიორგი ვაშაძე – აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში, „მაიქროსოფთის“, „ამაზონისა“ და „გუგლის“ წარმომადგენლებს ვხვდებით – საქართველოს შანსი აქვს, რეგიონის ლიდერი იყოს

“გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ აშშ-ს ციფრულ პალატაში შეხვედრა გამართეს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს შანსი აქვს, რომ მსხვილი ამერიკული და ევროპული ინვესტიციები მოიზიდოს. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ოთხ წელიწადში საქართველოში უმუშევარი ადამიანი აღარ იქნება. “რა არის ჩვენი N1 საჭიროება საქართველოში? – ანაზღაურება და ღირსეული სამუშაო ადგილები, […]
რუსთაველის თეატრში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი გაიმართა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება – „აფხაზეთისთვის“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, გალა-კონცერტში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, […]
ჯაბა სამუშია სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია და კანცლერი ლაშა საღინაძე ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უნივერსიტეტის ინფორმაციით, კომპანიამ გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც უმოკლეს დროში, შიდა სარემონტო სამუშაოები დაიწყება. „სარემონტო სამუშაოების დასრულების […]
საქართველოში მყოფი რუსების 30.5% უკვე რეზიდენტებად ითვლებიან

საქართველოში მყოფი რუსების 30.5% ჩვენს რეზიდენტებად ითვლებიან. ამის შესახებ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული. შესაბამისად, აქ მყოფი რუსების 30.5%-ს მიერ გაწეული ხარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში აღარ ითვლება. კერძოდ, როგორც ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში […]
“ა” ლიგის 3 მატჩიდან ორის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა

დღეს თბილისში, 2 ლოკაციაზე, “ა” ლიგის 3 მატჩი გაიმართა. თბილისი და დიღომი არენებზე ჩატარებული 3 მატჩიდან 2 ძალიან დაძაბული გამოდგა, ხოლო ერთში ბრძოლა არ შედგა. მატჩი, რომელშიც “ასტრალმა” 21 ქულით სძლია თსსუ-ს, “თბილისი არენაზე” 14:00 საათზე გაიმართა. “ა” ლიგის სტაჟიანმა წევრმა “ასტრალმა” პირველი პერიოდი 9 ქულით რომ მოუგო დებიუტანტ თსსუ-ს, მას შემდეგ უპირატესობა აღარ დაუთმია. […]