აეროპორტის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა

პროკურატურამ თბილისში, აეროპორტის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, თბილისში, გარაყანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა” – წერია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 თებერვალს დააკავეს. […]
დაღესტანში ეძებენ შერეული ორთაბრძოლების, Fight Nights-ის მებრძოლის, მაგომედ მუტაევის მკვლელს

დაღესტნის პოლიცია ეძებს სოფელ კორკმასკალის 18 წლის მკვიდრს, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების (Fight Nights-ი) ლიგის მებრძოლის, მაგომედ მუტაევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მუტაევი მაჰაჩყალაში, საკუთარ სახლთან, ორი დღის წინ მოკლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, ეს არ არის მებრძოლზე თავდასხმის პირველი მცდელობა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, მკვლელი ვარჯიშიდან დაბრუნებულ მუტაევს საცხოვრებელ სახლთან დახვდა და […]
გადაარჩინეს უკრაინელი მაღაროელები, რომლებიც დრონებით შეტევის შემდეგ შახტებიდან ვერ ამოდიოდნენ

უკრაინელმა მაშველებმა კრივოი-როგის ორი შახტიდან ამოიყვანეს 113 მაღაროელი. ისინი მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ მას შემდეგ, რაც დრონებით შეტევის შედეგად ელექტროქვესადგურის დაზიანების გამო შახტების ენერგომომარაგება შეწყდა. ინფორმაცია 113-ივე მაღაროელის გადარჩენის შესახებ ტელეგრამით გაავრცელა კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ვილკულმა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის სამხრეთ და […]
ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს

აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს. მან დაკავებისას მედიას განუცხადა, რომ „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“. როგორც ფერაძე აღნიშნავს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. „ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ! ახლა ვნახავ იქ რეებს მიქარავენ,“ – აცხადებს ფერაძე. ცნობისთვის, აქტივისტს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის გამო, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა […]
გუდაური 3-4 თებერვალს „სნოუბორდ კროსის“ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი „სნოუბორდ კროსის” დისციპლინაში. „მთის ტრასების სააგენტოს” ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში […]
ნინო ლაცაბიძე – „თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს

რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, „თაობა რუსთაველი“ – ასეთი სახელწოდება აქვს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდებს რუსთავზე სასაუბროდ იწვევს. უწყების ცნობით, ნინო ლაცაბიძის ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა, რუსთავის მედიათეკაში გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთაველმა ახალგაზრდებმა ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები და პროექტები გაუზიარეს, […]
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 5 ქართული ბრენდი ბავშვის ტანსაცმლის უმსხვილეს გამოფენაზე – Playtime Paris წარდგა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები უმსხვილეს გამოფენაზე – Playtime Paris 2024-ზე წარდგნენ. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 27-29 იანვარს, პარიზში გამართულ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მოდის გამოფენაზე, სააგენტოს მხარდაჭერით, 5 ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა: „ეშვი კიდსი“, „რკო“, Giraffe Kids, Salle de Mode და Retro kids. „საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME […]
ჯო ბაიდენმა, დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილი ძალადობის გამო, ისრაელის 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებული ისრაელის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი პალესტინელებზე თავდასხმაში ედებათ, სანქციები დაამტკიცა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია. სანქციები 4 ფიზიკური პირისთვის ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, აშშ-ის მთავრობა განიხილავს სანქციების დაწესებას თავდასხმებში ჩართული სხვა პირების წინააღმდეგაც. […]
ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 4 წელში ქვეყანაში უმუშევარი ადამიანი არ იქნება

რა არის ჩვენი N1 საჭიროება საქართველოში? – ანაზღაურება და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ვართ ამერიკაში. ახლა აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში ვიმყოფებით, სადაც ვხვდებით გუგლის, ამაზონის, მაიკროსოფტის წარმომადგენლებს, ძალიან ბევრ კომპანიას. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, რეგიონის ლიდერი იყოს და მოვიზიდოთ ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, შევქმნათ ტექნოლოგიური ცენტრი საქართველოში – ჩამოვიტანოთ ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, […]
როგორი ამინდი იქნება 6 თებერვლამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების […]