ქალს, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია მოსამართლემ 2600-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2600-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა ქალს, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია. ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები. 3 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარის შემდეგ ნანა ტომარაძე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ (173-ე მუხლი). როგორც […]

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე „პირველი არხის“ ოპერატორი დაშავდა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბესო გაფრინდაშვილი პიროტექნიკით დაშავდა. ბესო გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ წუთებში ის კლინიკაში გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, დაშავდა უცხოური მედიის წარმომადგენელიც.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, განცხადებაში აღინიშნება მზაობა შემდგომი ზომების მიღების შესახებ. „საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება ან განხორციელება არ მოხდება და არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, რომ ჩვენს ევროპელ და […]

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს. კერძოდ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნების, ჯებირების და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ბარიკადები აღმართეს და ჩახერგეს სივრცე, მათსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, რომელსაც „თბილისი მარიოტთან“ კორდონი აქვს გაკეთებული. აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმი კი მათი მიმართულებით ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.

,,პოლიციელებო, იცით, რომ თქვენს რიგებში ახლა ის ზონდერები ჩასვეს, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ სწორედ ამ მიზნით შეახეს ამნისტია“ – ნათია მეზვრიშვილი პოლიციას მიმართავს

,,პოლიციელებო, იცით, რომ თქვენს რიგებში ახლა ის ზონდერები ჩასვეს, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ სწორედ ამ მიზნით შეახეს ამნისტია“ – ნათია მეზვრიშვილი პოლიციას მიმართავს ნათია მეზვრიშვილი პოლიციას მომართავს: ,,პოლიციელებო, ყოფილო კოლეგებო, მე და თქვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთი მასშტაბური, ერთდროულად ყველა დიდ ქალაქს მოდებული, სრულიად გულწრფელი სახალხო პროტესტის მართვის (მითუმეტეს, უკანონოდ ჩახშობის) რესურსი სახელმწიფოს არ […]

“ისევე გადაგთელავენ როგორც სოსო გათელეს” – გიორგი მუხიგულაშვილი “ოცნების” “გამპრავებლებს”

“ისევე გადაგთელავენ როგორც სოსო გათელეს” – გიორგი მუხიგულაშვილი “ოცნების” “გამპრავებლებს” სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ მოვიდა, ერთ ერთი მის გვერდით მდგომი სოსო იყო ჯაჭვლიანი რომელმაც საკმაო როლი შეასრულა ოცნების გამარჯვებაში! მაგრამ ბიძინამ და ოცნების ელიტამ მოიშორეს, დაამცირეს, გაანადგურეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, გააგდეს, დევნა და შევიწროება დაუწყეს და ბოლოს როდესაც სოსო გარდაიცვალა “შეურაცხყოფილი” ქოცები […]

,, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, 2 600 ლარით დააჯარიმეს

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სმართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა, აღნიშნული პირის სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს ამის შესახებ არ შეუტყობინებია. შეგახსენებთ, მანამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადვოკატმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა, რის შემდეგაც […]

“ჩემთვის მისაღებია” – ჯანელიძის პასუხი კობახიძეს –

“ჩემთვის მისაღებია” – ჯანელიძის პასუხი კობახიძეს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015-2018 წლებში, მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე, კობახიძის განცხადების პასუხად, წერს: ჩემთვის მისაღებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღნიშნული დისკუსიის გამართვა. პირველი არხი საქართველოს მთავრობა

პრეზიდენტი: ძალადობისა და რეპრესიის მე-6 დღე, აქციის მონაწილეები “ოცნების” “ომონის” ძალებმა სასტიკად დაარბიეს

“ძალადობისა და რეპრესიის მე-6 დღე”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. მან სპეცრაზმელებს “ქართული ოცნების” “ომონი” უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია არაპროპორციულ ძალას იყენებს. “მშვიდობიანი პროევროპული აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” “ომონის” ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება არაპროპორციულად. არის მასობრივი დაპატიმრებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები”, – წერს ზურაბიშვილი. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების […]