ქალი, რომელმაც გუშინ აქციაზე სპეცრაზმელების კორდონი გაარღვია, სასამართლომ 2600 ლარით დააჯარიმა

ნანა ტომარაძე, რომელმაც გუშინ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა…

აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ძალების მიმართულებით გაურკვეველი ნივთიერებები ისროლეს, პიროტექნიკის სროლის შემდეგ კი გზის საფარზე ცეცხლი გაჩნდა

აქციის მონაწილეებმა, საპოლიციო ძალების მიმართულებით ბოთლებით გაურკვეველი, აალებადი ნივთიერებები ისროლეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლმა პიროტექნიკამ გზის საფარზე ნივთიერებების აალება გამოიწვია, ამ დროისთვის ცეცხლი რუსთაველის გამზირზე ჩამქრალია. პერიოდულად, საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მისამართით გაზის კაფსულებს ისვრიან.

ჯავშნები უქმდება, პარტნიორები ვერ რისკავენ, თავიანთი მოქალაქეები ჩვენთან დასასვენებლად გამოუშვან – Discover Georgia

ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, მათ შორის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო, ტურისტული ჯავშნები უქმდება. როგორც კომპანია “დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, ჯავშნები როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან უქმდება, მათ შორის ზამთრის კურორტებზე. ნინო კეკელიძის თქმით, ევროპელ პარტნიორებში საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, რის ფონზეც ვიზიტები უქმდება. „ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება მშვიდობის […]

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს. კერძოდ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნების, ჯებირების და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ბარიკადები აღმართეს და ჩახერგეს სივრცე, მათსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, რომელსაც „თბილისი მარიოტთან“ კორდონი აქვს გაკეთებული. აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმი კი მათი მიმართულებით ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის. […]

აქციაზე პიროტექნიკით დაშავდა პირველი არხის ოპერატორი

3-4 დეკემბრის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გაშუქების დროს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. მას სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. „ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა“, – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებულ ინფორმაციაში. მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების […]

,,ჩემი ღვიძლი ძმა 11-წლიანი ემიგრაციიდან ჩამოვიდა, აეროპორტიდან პირდაპირ აქციაზე” – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ჩემი ღვიძლი ძმა – გიორგი ხაბეიშვილი 11 წელი ემიგრაციაში, დევნილობაში გაატარა და დღეს გადაუდებლად ჩამოვიდა სამშობლოში აეროპორტიდან პირდაპირ აქციაზე!”

,, ფოტო თუ დადო ვინმემ, რომ ქვეყანა დავტოვე-გადაეცით…” – სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რობოკოპი როგორ დავღალო არ ვიცი, ამიტომ ვღლი, ოღონდ სხვა ხალხს, ვისი დახმარებაც სჭირდება ამ ქვეყანას. ამაღამ თვითმფრინავში მაინც დავიძინებ. ფოტო თუ დადო ვინმემ, რომ ქვეყანა დავტოვე-გადაეცით, კარგ საქმეზე მივდივარ, ორ დღეში დავბრუნდები, არ მოიწყინონ.”

შსს აქციაზე მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს

შინაგან საქმეთა მინისტრო პარლამენტის შენობასთან მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. მას კითხვა რადიო თავისუფლებამ დაუსვა. „რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების წახალისებას, თქვენ კარგად ხედავთ, რომ ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში პოლიცია ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არიან ქუჩაში ეს ადამიანები და საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა… ეს […]

ერდოანმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს სირიის გარშემო

Reuters-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, ტელეფონით განიხილა სირიაში კონფლიქტის განახლება, ნათქვამია ერდოანის ოფისის მიერ სამშაბათს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ერდოანსა და პუტინს შორის საუბარი შედგა 3 დეკემბერს. თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიის უცილებლობას ჩრდილოეთ სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის ფონზე სირიელი მეამბოხეები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მიუახლოვდნენ დიდ […]

„საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ძალოვანი უწყებების მიერ აქციის უკვე მეექვსედ დაშლასა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებს. „მშვიდობიანი პრო-ევროპელი დემონსტრანტები სასტიკად დაარბია „ოცნების“ „ომონმა“. არაპროპორციულად მოხდა ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება. [ადგილი აქვს] მასობრივ დაკავებებს და არაშესაბამის მოპყრობას. განათლების სამინისტრომ შექმნა ცხელი ხაზი — დასმენისთვის მათზე, ვინც ხელს უშლის სასწავლო პროცესს. საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, — […]