გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმის პროკურორი – ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება, ასევე სრულად აანაზღაურეს ზიანი, შესაბამისად, პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთ ღონისძიებას

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება, ასევე სრულად აანაზღაურეს ზიანი, შესაბამისად, პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთ ღონისძიებას. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. „მოცემულ […]

მამარდაშვილის კარგი მატჩი – “ვალენსიამ” მძიმე თამაში მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ალმერიას“ 2:1 სძლია. მასპინძლები დურომ დააწინაურა, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ათი გოლია. შემდეგ მაშიმიანუს კარი თავურით იარემჩუკმა დალაშქრა. უკრაინელი მეორედ დააყენეს ჩემპიონატზე სასტარტოში და ისევ გამოიჩინა თავი. მას პრიმერაზე 2 გოლი აქვს გატანილი, ყველა ტურნირზე კი – სამი. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს, მაგრამ გოლი იმის გამო გაუუქმეს, […]

სააპელაციომ დაუშვებლად ცნო საჩივარი ნატა ფერაძის პატიმრობაზე – საია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] საჩივარი აქტივისტ ნატა ფერაძისთვის ხუთდღიანი პატიმრობის მისჯაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს. საია სასამართლოში ნატა ფერაძის ინტერესებს იცავს. ორ თებერვალს მას ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინა შჩერბაკოვმა. მანვე დააჯარიმა მარტის აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტები: ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი. ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული […]

“კრემონეზემ” ისევ მოიგო – ლოჩოშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშა

სერია B-ს 23-ე ტურში “კრემონეზემ” გასვლაზე 1:0 დაამარცხა აუტსაიდერი “ლეკო”. სტუმართა გუნდში კვლავ შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო. კრემონელებმა ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს, 44 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლიდერ “პარმას” 4 ქულით ჩამორჩებიან და 10 თებერვალს “რეჯანას” უმასპინძლებენ. ლეკო – კრემონეზე 0:1 გოლი: კოდა (54, პენ)

თურქეთმა სეზონის ბოლო 5 თვეში თხილის ექსპორტიდან $1,7 მლრდ მიიღო

თურქეთმა 2023-2024 წლების თხილის საექსპორტო სეზონის ბოლო ხუთ თვეში მილიარდ $1,7 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საზღვარგარეთ 1 მილიარდ 16 მილიონ 920 ათას 103 დოლარად 142 ათას 173 ტონა თხილი გაიყიდა, გასული სეზონის იმავე პერიოდში1 52 ათას 722 ტონა თხილის ექსპორტიდან ქვეყანამ […]

გამოძახებაზე მისულ ქარელის პოლიციის უფროსსა და საპატრულო ჯგუფს მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა

ტაბულას ინფორმაციით, გამოძახებაზე მისული ქარელის პოლიციის უფროსისა და საპატრულო ჯგუფის მიმართულებით მამაკაცმა გაისროლა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის განიარაღება და დაკავება მოახერხეს. “ყველაფერი ძალიან კარგად არის, კი მატყობთ, ნორმალურად ვარ, “ჯიგრულად”. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვერ გეტყვით. ყველანი გადავრჩით, კარგად ვართ, ჯანმრთელად ვართ, ღმერთის წყალობით. [ეჭვმიტანილი] დაკავებულია” – ამბობს ილია სააკაშვილი მთავარ არხთან. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში […]

ბერლინში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი გამოვიდა

ბერლინში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წვიმის მიუხედავად ბერლინში რაიხსტაგის შენობასთან ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიისა და მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი შეიკრიბა. შაბათს დილით 150 ათასი დემონსტრანტის შეკრების შესახებ ინფორმაცია პოლიციის პრესმდივანმა ანია დირშკემ გაავრცელა. თავად აქციის ორგანიზატორებმა 300 ათასი დემონსტრანტის შესახებ […]

იორდანია უარყოფს, რომ ერაყს აშშ-სთან ერთად დაარტყა, ერაყში ნავთობმიწოდების შეჩერება სურთ

იორდანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ მათი საჰაერო ძალები მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს მიერ ერაყში მიტანილ იერიშებში. იორდანიის შეიარაღებულ ძალებში ამ ინფორმაციას უსაფუძვლო უწოდეს და აღნიშნეს, რომ პატივს სცემენ ერაყის სუვერენიტეტს. იორდანიის გენშტაბმა ხალხს მოუწოდა, რომ უგულებელყონ “ჭორები, რომლებიც სოციალურ მედიაში ვრცელდება” და დაელოდონ ოფიციალური უწყებების განცხადებებს. იორდანიის მიერ ცნობების უარყოფის მიუხედავად, […]

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით თავის მეხუთე ტურნეს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით თავის მეხუთე ტურნეს იწყებს. ის ესტუმრება საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს. ტურნე 3-დან 8 თებერვლამდე გასტანს, განაცხადა ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. თითქმის ოთხი თვის წინ ღაზაში ომის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეხუთე ტურნეს წინ უსწრებდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ […]

ჩაკვეტაძის 60 წუთი და ყვითელი ბარათი – “უოტფორდის” წაუგებელი სერია შეწყდა

ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში „კარდიფ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა. ამით შეწყდა „უოტფორდის“ ყველა ტურნირზე წაუგებელი 6-მატჩიანი სერია (2 მოგება და 4 ფრე). მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კონტრაქტი „გენტისგან“ გამოისყიდეს, მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა კვლავ სასტარტოში დააყენა და მე-60 წუთზე შეცვალა. ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, flashscore 5.9, […]