საზოგადოებას ვერცერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან – მიხეილ სარჯველაძე ნაც.მოძრაობაზე

მათ უნდათ საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ისინი ნაციონალები არიან. მათი მცდელობა მიმართულია აქეთკენ და არა იმაში, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან – დავაშავეთ და ასეთი აღარ უნდა განმეორდესო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ნაციონალები ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ საზოგადოება არ იქნება შემწყნარებელი იმასთან დამოკიდებულებაში, რაც ხდებოდა საპატიმროებში და […]
რა სამარცხვინოა ნატა ფერაძის 5 დღით ციხეში ჩასმა – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი აქტგვისტ ნატა ფერაძის დაკავებას სამარცხვინოს მიიჩნევს. “რა სამარცხვინოა ნატა ფერაძის 5 დღით ციხეში ჩასმა. “აიღე ქალაქი, დასტურია” – უდეპეშა ორჯონიკიძეს სტალინმა 21-ის სუსხიან თებერვალში. წარმდგენ/წარდგენილის მხრიდან პრემიერობის კანდიდატობის ოპერატიულად აღნიშვნაც ასეთი უნდა:(აბა თქვენ იცით, ვისაც გეხებათ ( არა მხოლოდ ხელისუფლებას), არ იუკადრისოთ სტალინის ეპიგონობა. სოლიდარობა ნატა ფერაძეს! ვინც ახლაც “კი, […]
ФСБ-ს ჯაშუშობაში დადანაშაულების შემდეგ ბუნდესტაგის დეპუტატის დამხმარემ პოსტი დატოვა

უკრაინული წარმოშობის რუსმა პოლიტტექნოლოგმა, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის დამხმარე ვლადიმირ სერგიენკომ საკუთარი პოზიცია დატოვა. აქამდე მას ჟურნალისტური გამოძიებები ბრალს სდებდნენ, რომ ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ჯაშუში იყო. სერგიენკო დეპუტატი ევგენი შმიდტის დამხმარე იყო. პარლამენტარი მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრია. “ვლადიმირ სერგიენკომ გუშინ შემატყობინა, რომ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარ საქმიანობას შეწყვეტს. მის წინააღმდეგ […]
ზურიკოს “ბორდო” ორი გამარჯვების შემდეგ “ტრუასთან” დამარცხდა

ლიგა 2-ის 23-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ტრუასთან“ 1:2 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, კარგი მომენტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომლის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა კარს. დაწინაურება კი მასპინძლებმა მოახერხეს. იოან ბარბემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ამჯერად “ბორდოს” კარში და რენო რიპარმა “ტრუას” გამარჯვება მოუპოვა.
დემოკრატიის დეფიციტი, როგორც პრობლემა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში

მსოფლიო განსხვავებული პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თავდაცვის გაძლიერება და საფრთხეების განეიტრალება, პოლიტიკური პარტნიორების ძიება და არჩევა ამ მოცემულობის თანმდევ პროცესებად იქცა, დაჩქარებულ რეჟიმში. საქართველოს, კონსტიტუციით დეკლარირებული აქვს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე. უსაფრთხო და დაცული მომავლისთვის არჩეული დასავლური ხაზი ურყევია იმის მიუხედავად, თუ რამდენად საშიშია ომის წამომწყები რუსეთი. ნატო დღემდე რჩება საქართველოსთვის მნიშვნელოვან […]
ნატა ფერაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და სტალინის ფოტოებს ოყნით საღებავი შეასხეს (ვიდეო)

ნატა ფერაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და სტალინის ფოტოებს ოყნით საღებავი შეასხეს (ვიდეო) ნატა ფერაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს მისმა თანამოაზრეებმა სტალინის ფოტოებს ლურჯი ოპყნით ლუჯი საღებავები შეასხეს. ამ ფორმით მათ გააპროტესტეს ფერაძის 5 დღიანი პატიმრობა, რომელიც 2 თებერვალს, ადმინისტრაციული წესით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ “სუპერ დიდი” ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტა გამოცადეს

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია ავრცელებს ცნობას, რომ 2 თებერვალს “სუპერ დიდი” ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტა და ახალი ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გამოცადეს. ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 3 თებერვალს გაავრცელა. აქამდე ერთი დღით ადრე სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთის მიერ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტის გაშვება დააფიქსირა. ეს 2024 წელში არის მეოთხე შემთხვევა, როცა ფხენიანი მსგავსი იარაღის გამოცდას ატარებს. ჩრდილოეთ […]
გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმის პროკურორი – ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება, ასევე სრულად აანაზღაურეს ზიანი, შესაბამისად, პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთ ღონისძიებას

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება, ასევე სრულად აანაზღაურეს ზიანი, შესაბამისად, პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთ ღონისძიებას. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. „მოცემულ […]
ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად საზღვაო მისიას შექმნის

ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან. ბორელის თქმით, […]
რუსეთი: ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი

რუსეთმა შაბათს განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა. პასეჩნიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს საცხობზე, რომლის ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან. რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, დაბომბვის შედეგად ორსართულიანი შენობა […]