“ბორჯღალოსნები” | მე-16 ტიტულს დესაუდან შევუტევთ

“ბორჯღალოსნები”, ახალი სამწვრთნელო შტაბითა და დებიუტანტებით, ხვალ წლის პირველ შეხვედრას გამართავს. 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საქართველო 4 თებერვალს, ჩვენი დროით 18 საათზე დესაუში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ევროპის ერთა თასი, რომელსაც 2015 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ეწოდება, 2000 წლიდან ტარდება. რადგან სამჯერ ტიტულის მფლობელი ორი წლის ჯამის შედეგად გამოვლინდა (2003-2004, 2005-2006, 2007-2008), გასულ […]
ევროკომისიამ Lufthansa-ს მიერ ITA Airways-ის წილის შესყიდვის გარიგების სიღრმისეული განხილვა დაიწყო

ევროკომისიამ (EC) Deutsche Lufthansa-ს მიერ იტალიურ ITA Airways-ში (ყოფილი Alitalia) წილის შეძენის შესახებ სიღრმისეული განხილვა დაიწყო. გასულ წელს Lufthansa-მ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეათანხმა სახელმწიფოსგან ITA Airways-ის 41%-იანი წილის გამოსყიდვა. „EC-ის წინასწარმა შეფასებამ აჩვენა, რომ შეთანხმებამ შეიძლება შეზღუდოს კონკურენცია საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტირებაში რამდენიმე მოკლე და შორ დისტანციურ მარშრუტებზე“, – ნათქვამია EC-ის განცხადებაში. საუბარია ფრენებზე იტალიიდან […]
აშშ-მ იერიშები მიიტანა ჰუსიტების დრონებზე, რომლებსაც გაშვებისთვის ამზადებდნენ

2 თებერვალს აშშ-მ იერიშები არა მხოლოდ ერაყსა და სირიაში, არამედ იემენშიც მიიტანა. შემთხვევას წინ უძღოდა ხომალდი USS Carney-ის სისტემების მიერ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება. ამის შემდეგ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა იერიშები მიიტანეს იემენელი ჰუსიტების დრონებზე, რომლებიც გასაშვებად იყო გამზადებული. აშშ-მ იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაადგინა სამიზნეები და ის ფაქტიც, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ს […]
საია-ს თავმჯდომარე – სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატა ფერაძის დაკავებასთან დაკავშირებით – სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ნატა ფერაძის დაკავებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო. როგორც საია-ის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია, ხოლო ახალი გარემოებები და მტკიცებულებები საჩივარში არ არის. ქურდოვანიძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე. „სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი […]
ისრაელის დარტყმას სირიაში ირანის ძალების მრჩეველი ემსხვერპლა, თეირანი პასუხით იმუქრება

2 თებერვალს ირანულმა მედიებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მრჩეველი სირიაში, დამასკოს მახლობლად ისრაელის იერიშს ემსხვერპლა. აქამდე სირიის სამთავრობო მედია ავრცელებდა ცნობას, რომ მათ ისრაელის ნასროლი რაკეტები მოიგერიეს. მოკლული კაცის სახელი და გვარი საიდ ალიდადია. მედიებს არ დაუსახელებიათ მისი ზუსტი წოდება და რანკი. სირიაში ირიანის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ “სიონისტურ რეჟიმს” თავდასხმისთვის […]
ცუდი ახალი ამბავი გელათიდან

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ცუდ ახალ ამბავს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს: ცუდი ახალი ამბავი გელათის სამონასტრო კომპლექსთან მძიმე ტექნიკა, ე.წ. კოდალა მუშაობდა, ძლიერი ვიბრაციის თანხლებით, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში არსებული კედლის მხატვრობის ჩამოცვენას უწყობს ხელს. ვიკითხე და დავაზუსტე, რომ მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ნებართვა არ გაუცია. “2023 წლის 25 დეკემბერს სააგენტოს […]
მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციას იღებდნენ

მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეების აქციას იღებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა” ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პოლიცია აკავებს ყველას, ვინც მარადიულ ცეცხლთან ყვავილების მიტანას იღებდა. ამ მომენტისთვის დაკავებულია 25 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათგან უმრავლესობა – ჟურნალისტები. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები გამოცემებიდან France Press, Spiegel, Sota.Vision, “კომერსანტი”, და ასევე […]
ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე – ნიკოლოზ სამხარაძე

ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე – ნიკოლოზ სამხარაძე ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე,- ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. „სამთავრობო პროგრამაში დიდი ცვლილება არ არის იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე […]
სამთავრობო პროგრამის სათაური ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსთვის“ – ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი

სამთავრობო პროგრამის სათაური ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსთვის“ – ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი თუ დააკვირდებით სამთავრობო პროგრამის სათაურს, ის ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსათვის“. ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი, მაგრამ ამავდროულად, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მოთავსებულია ლუქსემბურგს, ნიდერლანდსა და ბელგიას შორის. ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც მრავალი ინტერესი იკვეთება, – ამის შესახებ პარლამენტის […]
დუდა: არ ვიცი უკრაინა ყირიმს თუ დაიბრუნებს, მჯერა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებენ

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა არაა დარწმუნებული, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ანექსირებულ ყირიმს. თუმცა მან აღნიშნა, რომ, მისი რწმენით, კიევი კონტროლს აღადგენს ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე. პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვებს როგორც უკრაინაში, ისე პოლონეთში კრიტიკა მოჰყვა. “არ ვიცი [უკრაინა] ყირიმს თუ დაიბრუნებს, მაგრამ მჯერა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებენ”. – თქვა დუდამ Kanal Zero-სთან საუბრის დროს. დუდამ ყირიმს […]