თსუ-ში ფუნქციური გამწვანებული სივრცეების მოწყობა გრძელდება

თსუ-ში ფუნქციური გამწვანებული სივრცეების მოწყობა გრძელდებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის მიზნით, უნივერსიტეტმა შეისყიდა სასწავლო კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის საპროექტო მომსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს კანცლერის მოადგილის, გიორგი შამათავას თქმით, აღნიშნული მომსახურების პირველ ეტაპზე თსუ-მ მე-3 და მე-5 სასწავლო კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო. „სასწავლო კორპუსების […]
LVMH-მა წმინდა მოგება რეკორდულად გაზარდა – ბერნარ არნო კვლავ მასკზე მდიდარია

ფუფუნების საქონლის მსოფლიოში წამყვანმა მწარმოებელმა LVMH-მა (Moët Hennessy Louis Vuitton) განაცხადა, რომ 2023 წელს წმინდა მოგება 8%-ით, რეკორდულ 15,2 მილიარდ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ კონგლომერატის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი. LVMH-მ შარშან 86,2 მილიარდი ევრო გამოიმუშავა, რაც 13%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს LVMH-ს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 7%-ით დაეცა და 6,6 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო კონცერნის […]
კომპანიამ, რომელმაც ბიუჯეტიდან 300 000 ლარი მიიღო, დაკვეთა არ შეასრულა – საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა ბათუმში

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ ერთი შემთხვევა. გამოცემა “ბათუმელები” აქვეყნებს სტატიას, სადაც ვკითხულობთ, რომ ბათუმში, ადლიის ქუჩაზე, დგას დაუსრულებელი შენობა, სადაც წესით გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უნდა იყოს განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 300 ათასი ლარი სრულად მიიღო, სახელმწიფო დაკვეთა არ შეასრულა, ახლა შენობა დაუსრულებელია და სააგენტო სამუშაოების დასრულებისთვის ახალ […]
2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ზურაბ ბეგიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით წიგნის პრეზენტაცია „ქროლვა მარადისობაში” გაიმართა

3 თებერვალი, აგვისტოს ომის გმირის ზურაბ ბეგიაშვილის დაბადების დღეა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გმირი ზურაბ ბეგიაშვილის დედის, ნელი ბეგიაშვილის რიგით მეორე წიგნის „ქროლვა მარადისობაში” პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ნელი ბეგიაშვილის თქმით, წიგნი თავისი გმირ შვილს მიუძღვნა. „ჩემთვის ეს ზურას წიგნია, რადგან ზურას გამო დავწერე. […]
თბილისში მარში – “შეჩერდეს გამოსახლებები” მიმდინარეობს

“შეჩერდეს გამოსახლებები” – ამ ლოზუნგით თბილისში მარში მიმდინარეობს. მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და მათი პრობლემები გააჟღერონ. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “ხმაური ჩაახშობს სუყველა მევახშეს”, “არ გამოვასახლებინო”, “ბანკირები გვწოვენ სისხლს, როგორც ვამპირები”, “ჩვენ მთავრობამ გვითხრა გუშინ – ვართ […]
მეუფე შიო – ბევრ რამეზე უნდა ავახილოთ თვალი – დიდი მარხვა ახლოვდება და წმინდა ეკლესია ამაზე გვაფიქრებს

ყველაზე ძვირფასი ჩვენში არის ხატება ღვთისა, ის დიდი სიწმინდე, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო, რომელიც უნდა შევინახოთ, გავუფრთხილდეთ, გავაძლიეროთ და ღვთის მადლით უნდა გამობრწყინდეს მთელი ჩვენი ცხოვრების ღვაწლის შედეგად – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 35-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, ადამიანშიც უნდა დავინახოთ ხატება ღვთისა, ეს დიდი სიწმინდე […]
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ტორეცკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და საცხოვრებელ ფართს დაარტყეს. ორივე დაშავებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქოლ-ცენტრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი გადმოცემით, საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები – თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც ადვოკატმა მედიასთან, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემებიო, თავად კი არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი გადმოცემით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები. […]
ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორი – მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი, ბრალდებულების უფლებაა აღიარებენ თუ არა

ქოლ-ცენტრების საქმეზე მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი, – ამის შესახებ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველო საქმეზე აქტიურად თანამშრომლობს შვეიცარიასთან. მანამდე აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დე ხეამ პრემიერ ლიგის აუტსაიდერში გადასვლა იუარა

The Athletic წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მეკარე დავიდ დე ხეას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნოტინგემ ფორესტი” კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ესპანელმა უარი განაცხადა. 33 წლის კიპერი გასული წლის ზაფხულის მერე, მას შემდეგ რაც “წითელი ეშმაკები” დატოვა, უკლუბოდაა და თავისუფალი აგენტია. “ნოტინგემს” ასევე “არსენალის” კარის დარაჯის რამსდეილის ან “ლივერპულის” მეკარის კელეჰერის დამატება სურდა, მაგრამ არცერთი მათგანი გამოუვიდა […]