ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, წელს საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 2024 წელს საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს. მისი თქმით, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა „ჩემთვის […]
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ185 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა […]
ლევან სამუშია – სამთავრობო პროგრამას უნდა ერქვას – „ენას ძვალი არ აქვს“

სამთავრობო პროგრამას უნდა ერქვას – „ენას ძვალი არ აქვს“, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“წევრი, ლევან სამუშია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. სამუშიამ განმარტა, თუ რატომ არ ექნება ახალ მინისტრთა კაბინეტს „ლელოს“ მხარდაჭერა. „მთავრობას, ხელისუფლებას, რომელიც რუსეთს ემსახურება, ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს და სწორება ოკუპანტ სახელმწიფოზე აქვს, როგორ შეიძლება „ლელოს“ […]
სახეზეა დადებითი დინამიკა – სააკაშვილზე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დასკვნას დღეს, 5 თებერვალს, აქვეყნებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” 25 იანვარს მოინახულა. ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს 25 იანვარს, მისი მონახულების შემდეგაც. “ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა […]
ჩიქოვანმა აღნიშნა ივანიშვილის როლი „სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში”

პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი ხედვის წარდგენის დროს ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ. ჩიქოვანმა თითოეული მათგანის დამსახურებაზე გააკეთა აქცენტი. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ […]
“საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში” – ვახტანგ გომელაურის განცხადება

“საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში” – ვახტანგ გომელაურის განცხადება აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამინისტროს აქტიური მუშაობა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებითაც. ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო უმაღლეს საფეხურზე, პირველ კალათაში, იკავებს ადგილს“ […]
5 ქართული ბრენდი ბავშვის ტანსაცმლის უმსხვილეს გამოფენაზე – Playtime Paris წარდგა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები უმსხვილეს გამოფენაზე – Playtime Paris 2024-ზე წარდგნენ. პარიზში გამართულ, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მოდის გამოფენაზე, სააგენტოს მხარდაჭერით, 5 ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა: „ეშვი კიდსი“, „რკო“, Giraffe Kids, Salle de Mode და Retro kids. საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც ტრენდებსა […]
2024 წლის გრემის გამარჯვებულები ცნობილია

ლოს-ანჯელესში 2024 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინეს. რიგით 66-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი ამერიკელი მომღერალი ფიბი ბრიჯერსი გახდა, მუსიკოსმა 4 ჯილდო მიიღო. წლის საუკეთესო ჩანაწერად მაილი საირუსის Flowers დასახელდა. გრემის რეკორდი დაამყარა ტეილორ სვიფტმა. ის პირველი სოლო შემსრულებელია, რომელსაც სხვადასხვა დროს საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო 4-ჯერ გადაეცა. 2024 წლის გრემის დაჯილდოების მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულები არიან: საუკეთესო ჩანაწერი მაილი […]
საქართველოში რუსეთიდან კარტოფილის იმპორტი გაორმაგდა, ბელარუსიდან კი გასამმაგდა

2023 წელს საქართველოში, კარტოფილის იმპორტი თითქმის გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში 7 740 910 აშშ დოლარის (23 210 ტონა) კარტოფილი შემოვიდა, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 4 110 720 აშშ დოლარი (11 169 ტონა) იყო. 2022 წელს მთავარი იმპორტიორი გერმანია იყო, საიდანაც 1 114 840 აშშ დოლარის (1 224 ტონა)კარტოფილი შემოვიდა. თანხობრივად მეორე ადგილზე, თუმცა […]
ინფლუენსერებისთვის, სავარაუდოდ, კონკრეტული წესები შემოვა

ინფლუენსერებს, სავარაუდოდ, წესების დაცვა მოუწევთ – შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ვიდეოში წარწერის სახით მითითება, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა. აღნიშნული სფეროს რეგულირებისთვის მუშაობის დაწყებას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მიმდინარე წელს გეგმავს, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი კი მზად 2025 უნდა წლისთვის უნდა იყოს. კიდევ რა პირობები დაწესდება ინფლუენსერების საქმიანობისთვის, […]