ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა

ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა. მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება და გაძლიერება. „ამ კუთხით, აღსანიშნავია ჩვენი გუნდის მიერ დამტკიცებული „თავდაცვის ახალი კოდექსი“. ამ კოდექსით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ […]
რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მან სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. „2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბრეგაძე: 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლდება

“2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შემდეგაც მოქალაქეები შეძლებენ სწრაფად და შეუზღუდავად სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”, – თქვა ბრეგაძემ. 2023 წლის 11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში ცვლილება […]
ჰერჩინსკი: შეცდომა არ უნდა დავუშვათ, რეფორმები უნდა იყოს ტრანსფორმაციული

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდებს, სერიოზულად მიუდგნენ რეფორმებს. მისი თქმით, რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს და ამისთვის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ამის შესახებ განცხადება ჰერჩინსკიმ მედიასთან გააკეთა. ჰერჩინსკის თქმით, 12 პრიორიტეტისა და 9 ნაბიჯის შესრულებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია. “საქართველოში არის უდიდესი საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის […]
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი – „არქტური ლისი“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ფერმწერთა ქუჩა 111-ში, სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი – „არქტური ლისი“ შენდება. დაბალი განაშენიანების კომპლექსი 5 სართულიან 7 საცხოვრებელ სახლს მოიცავს, რომლებიც ეტაპობრივად ბარდება. კომპლექსის 14330.5 კვ.მ. მწვანე არეალს დაეთმობა, სადაც მოსასვენებელი სივრცეები, ბავშვებისთვის სათამაშო სკვერები, სპორტული მოედანი, სარბენი და სასეირნო ბილიკები მოეწყობა. კომპლექსში გათვალისწინებულია ღია და დახურული ფასიანი ავტოსადგომები, კომერციული და სავაჭრო […]
კახა ბექაური სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს აკარგვინებს – “მაგთის” განცხადება

“მაგთი” კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის საქმიანობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის შეფასებით, კახა ბექაური კომისიას არაეფექტიანად მართავს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის შემოსავალი უჯდება. “მაგთი” აცხადებს, რომ 2021 წელს კომისიას შესთავაზეს გამოსულიყო აუქციონზე 800 მეგაჰერცის სიხშირე, რათა კომპანიებს 4G ინტერნეტის სიმძლავრეები გაეუმჯობესებინათ, რა შემთხვევაშიც ბიუჯეტი შესაბამის შემოსავალს მიიღებდა, მომხმარებლებისთვის კი 4G ინტერნეტის დაფარვა და […]
სამხრეთ კორეა და საუდის არაბეთი თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

სამხრეთ კორეის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. სამხრეთ კორეის მხარის ცნობით, მათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეიარაღებით ვაჭრობის მასშტაბის გაზრდა სურთ. შეთანხმებას ხელი სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, შინ ვონ-სიკის რიადში ვიზიტისას მოეწერა. ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება სამხრეთ კორეის და საუდის არაბეთის ერთობლივი კომიტეტი, რომელიც შექმნის სამუშაო ჯგუფს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი […]
სასამართლომ Samsung-ის თავჯდომარე თაღლითობასა და აქციებით მანიპულირებაში უდანაშაულოდ ცნო

Samsung Electronics-ის თავჯდომარე, ი ჯე იონგი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თაღლითობასა და აქციებით მანიპულირებაში. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის თავჯდომარის წინააღმდეგ აღნიშნული საქმე 2015 წელს დაიწყო. გასული წლის ნოემბერში საქმის პროკურორმა ი ჯე იონგისთვის 5-წლით პატიმრობა მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ Samsung-ის თავჯდომარე აქციებით მანიპულირებას კომპანიის მეწილეების სასარგებლოდ ახდენდა. პროკურორებს შეუძლიათ, მოსამართლეების გადაწყვეტილება სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრონ. თუმცა, სასამართლოს […]
რუსეთში მი-8 ჩამოვარდა

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, კარელიის მხარეში, ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი მი-8. ოფიციალური მონაცემებით, მასში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სამივე დაიღუპა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 4 თებერვალს, ღამით განაცხადა, რომ კავშირი შეწყდა მი-8-სთან, რომელიც ონეგის ტბის თავზე საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. დღეს, 5 თებერვალს, სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ფრაგმენტები ნაპოვნია ნაპირიდან 11 კილომეტრში, დაახლოებით […]