ავსტრალიელ მწერალს ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ავსტრალიელ მწერალს, იანგ ჰენგჯუნს ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. წარმოშობით ჩინელი მწერალი ავსტრალიის მოქალაქეა, რომელიც ბოლო წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იანგი 2019 წელს ჩინეთში, გუანჟუს აეროპორტში, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირი დააკავეს. მოგვიანებით მწერალი ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს. სასამართლო 3 წლის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ავსტრალიელი მეცნიერის, ფენგ ჩონგუის თქმით, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში იანგს […]
ნაცვლიშვილი: ოცნების მთვრობამ რა გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ლელო მას ნდობას არ გამოუცხადებს

ქართული ოცნების მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი – ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს. შესაბამისად, ლელო, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ დაუჭერს.
2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უფასოდ ჩანაცვლდება ID ბარათებით

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, რატი ბრეგაძის თქმით 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით – ამის შესახებ ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. “2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას” – თქვა რატი ბრეგაძემ. 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს […]
„დინამიკა დადებითია, თუმცა მყარი პროგნოზის საშუალებას არ იძლევა“ — ომბუდსმენის კონსილიუმი

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმის წევრების თქმით, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას. კონსილიუმის აზრით, […]
გიორგი ონიანი ენმ-ს ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი ონიანმა. როგორც ონიანი ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, ის ნიკა გვარამიასთან ერთად აპირებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას. “ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ […]
1953 წლის 5 თებერვალს ეროვნული გმირი ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა

1953 წლის 5 თებერვალს ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ – ერთი ლიდერი, ეროვნული გმირი ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა. ზურაბი განათლებით ქიმიკოსი იყო, მაგრამ ნაშრომები ჰქონდა ფილოლოგიაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 1970-იანი წლებიდან კათალიკოს-პატრიარქის რეფერენტად მუშაობდა და სწორედ მისი ინიციატივით მოხერხდა რომის პაპის, იოანე – პავლე მეორისა და ილია მეორეს […]
პაველ ჰერჩინსკი – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, ძალიან სერიოზულად შეხედონ რეფორმებს – პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის 12 პრიორიტეტს და ამჟამინდელ 9 ნაბიჯს, პარლამენტის როლი […]
შალვა პაპუაშვილი – ახლო მომავალში ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვიქნებით – მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის თანამშრომლობის ხიდების მშენებლობას

მოხარული ვარ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოება, როგორც მთელი ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ზრდაში სტრატეგიული ინვესტიცია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყანათა ჯგუფს კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებით სულ ახლახან შეუერთდა. „გასული […]
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დაუშვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ მათი გამოცდილება

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დაუშვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ მათი გამოცდილება, რათა ჩვენი ევროკავშირში წევრობის მიზნამდე გზა იყოს უფრო მოკლე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რეფორმების გატარების კუთხით, ასევე, […]
ირაკლი ჩიქოვანი – ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი

უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პროფესიონალი და გმირი სამხედროების მიმართ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართვლოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა, ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები. ყოველ ჯერზე […]