კახა კალაძე – შეიძლება თავიდან შევცდით კომუნიკაციაში, მაგრამ ახლა ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით – ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, ვინც გახდება ევროკავშირის წევრი ღირსებით და თავაწეულები

ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად – შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი, ნათელი და გასაგებია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა. […]
კახა კალაძე – საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! – „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება!

საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება! – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს! „დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც დიდი ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების […]
სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო, Yonhap-ი ავრცელებს. Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ წინადადება ქვეყნის პარლამენტში მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ და ხუთმა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ წამოაყენა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინადადებას ხელი 190-მა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა […]
მოლდოვა სოლიდარობით დგას ქართველი ხალხის გვერდით – პრემიერ მინისტრი

მოლდოვის პრემიერ მინისტრი, დორინ რეჩანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. “ბოლო 5 დღეა, ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისადმი. მოლდოვა სოლიდარობით დგას ქართველი ხალხის გვერდით. მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრებისა და ევროკავშირთან თანხვედრაში მყოფი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვის უფლებას”‘, – წერს X-ზე დორინ რეჩანი.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი დასავლელი პარტნიორების გარეშე ნორმალური ფუნქციონირებისთვის მზად არ არის და განწირულია 90-იანი წლების მსგავსი კოლაფსის, ან რუსეთის სისტემის მიერ „ჩაყლაპვისთვის“ – ედისონის ცენტრი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი დასავლელი პარტნიორების გარეშე ნორმალური ფუნქციონირებისთვის მზად არ არის და განწირულია 90-იანი წლების მსგავსი კოლაფსის, ან რუსეთის სისტემის მიერ „ჩაყლაპვისთვის“ – ედისონის ცენტრი თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტების გამაერთიანებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, დაარსების დღიდან გამოირჩევა მკაფიო და პირდაპირი […]
ბიზნეს სექტორის ბრუნვა III კვარტალში 58.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვა III კვარტალში 58.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა 2024 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 13.7 პროცენტით გაიზარდა და 58.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 23.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის […]
ოფისის თანამშრომლების 76%-ს სურს გახდეს AI ექსპერტი – ახალი კვლევა

ოფისის თანამშრომლების 76%-ს სურს გახდეს AI ექსპერტი – ახალი კვლევა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ოფისის თანამშრომლების 76%-ს სურს გახდეს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი, რათა შეძლოს ფოკუსირება იმაზე, რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია. Slack-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოიკვლია 17000-ზე მეტი რესპონდენტი მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი.
საქსტატი – 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12 პროცენტით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის, 2 086 საჯარო და 208 კერძო. საქსტატის ცობით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ორი ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 […]
“მე მიყვარს იესო” – პრემიერ ლიგაში LGBT თემის მხარდამჭერ სამკლაურზე გაკეთებული წარწერის გამო,გუნდის კაპიტანს ჯარიმა ემუქრებოდა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გუნდების კაპიტნებმა LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურებით ჩაატარეს. გამონაკლისი არც “კრისტალ პალასის” 24 წლის ინგლისელი მცველი მარკ გეჰი ყოფილა, თუმცა მან სამკლაურზე “მე მიყვარს იესო” დაწერა, რის გამოც ჯარიმა ემუქრებოდა. საქმე იმაშია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია რაიმე ფორმით თავის აღჭურვილობაზე რელიგიურ შეტყობინებებს კრძალავს. Sky Sports წერს, რომ ასოციაციამ იმსჯელა და […]
ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა – “ვესტ ჰემის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თანამდეობის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. The Guardian წერდა, რომ ესპანელისთვის ინგლისის მე-14 ტურის შეხვედრა გასვლაზე “ლესტერის” წინააღმდეგ სიტუაციის გამოსწორების ბოლო შანსი იყო, თუმცა ლონდონელები 1:3 დამარცხდნენ. მოკლედ, “ჩაქუჩების” ბოსები დღეს მენეჯერის დათხოვნაზე იმსჯელებენ და მისი შესაძლო შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ. თუ ლოპეტეგის გაათავისუფლებენ, “ვესტ ჰემის” მწვრთნელად “პორტოს” ყოფილ […]