მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა […]

კახა კალაძე – თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება – იგეგმება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ასევე 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება. მისი თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასრულებული სახით თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში გაეგზავნება. კალაძემ დოკუმენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „დღევანდელი მონაცემებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყის მაჩვენებელთან […]

საფრანგეთში OECD-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში GCCA-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

საფრანგეთში, ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ კონკურენციის გლობალურ ფორუმზე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და ამავე სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 23-ე გლობალურ […]

კახა კალაძე – როცა ვამბობთ, გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად – საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცავებით, მოქალაქეებით

როდესაც ვამბობთ, გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ დაზიანებულ, განადგურებულ ინფრასტრუქტურას, დაშავებული სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რის საშუალებაც გააჩნიათ“. ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ბავშვების აქციაში ჩართვა. „კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც […]

ნატო-ს გენერალური მდივანი – ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება – მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ნატო-ს ქვეყნების არჩევნებში ყოველგვარ ჩარევას ვგმობთ. გვაწუხებს ის რაც მოლდოვაში მოხდა, კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ აშკარაა რომ ჩარევა იყო. ამავდროულად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნების […]

საფრანგეთში OECD-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში GCCA-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

საფრანგეთში, ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ კონკურენციის გლობალურ ფორუმზე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და ამავე სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 23-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა […]

ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, ვინც გახდება ევროკავშირის წევრი ღირსებით და თავაწეულები – კახა კალაძე

„შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში, ყოველდღიურად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებას, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის პროცესს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძე კიდევ ერთხელ შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ საქართველო საბოლოოდ აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა ხელისუფლება არ დაუშვებს რომ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი […]

სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს და გასამართლებას მოითხოვენ

სამხრეთ კორეის ოპოზიცია პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის გადადგომას მოითხოვს მისი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა. ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, თუ ის თავისი ნებით არ გადადგება. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მოითხოვა, რომ პრეზიდენტს და თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს ბრალი წაუყენონ ამბოხებისა და […]

სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო, Yonhap-ი ავრცელებს. Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ წინადადება ქვეყნის პარლამენტში მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ და ხუთმა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ წამოაყენა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინადადებას ხელი 190-მა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა […]

სენაკში კაცმა ცოლი მოკლა

სენაკში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. 46 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.