17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ წერილშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს. როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და […]
დასავლური დაფინანსება შეიძლება დაკომპენსირდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს სანდოობა ექნება – ანდრო გოცირიძე

„ხელისუფლების ნებისმიერი განცხადების მიუხედავად ასეა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია“, – ამის შესახებ „გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან დასავლურ სამყაროსთან პარტნიორობის შეჩერება მისი ქმედებების შედეგია. „ეს ყველაფერი მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს და საზოგადოების პროტესტს საფუძველი რა თქმა უნდა, აქვს. წარმოუდგენელია, […]
მთავრობამ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავაში, იურისტების დაქირავებაზე ₾25 მილიონი დახარჯა

Enka Renewables საქართველოში პროექტის შეწყვეტის გამო კომპენსაციას მიიღებს. როგორც გუშინ გახდა, ცნობილი, საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA Insaat-თან, რომელიც ნამახვანის ჰესის პროექტს ახორციელებდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო არბიტრაჟში მთავრობის ინტერესებს იურიდიული კომპანია White & Case-ი იცავდა. იუსტიციის სამინისტრომ White & Case-ს გაწეული სერვისისთვის 25 მლნ ლარზე მეტი გადაუხადა.
საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი ბიზნესისთვის!

„მეგალაინი“ წარმოგიდგენთ საოფისე და კომერციულ ფართებს თქვენი ბიზნესის ზრდისთვის. „მეგალაინი“ გთავაზობთ, თანამედროვე და კომფორტულ ოფისებს, პატარა და დიდ ფართებს კომპანიის საჭიროების მიხედვით. საუკეთესო ლოკაცია, პერსონალური მომსახურება და 24 საათიანი მონიტორინგი, მარკეტინგული მხარდაჭერა ბრენდის პოპულარიზაციისთვის – ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ბიზნესისთვის, გახლავთ მეგალაინში! მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 35 70 00 სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/megalinege/
რუსეთის რეგიონებზე ღამით და დილით დრონებით შეტევა იყო

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტრომ დილით ორჯერ გაავრცელა მონაცემები, რომელთა მიხედვით, რუსეთის რვა რეგიონში 35 უკრაინული დრონი მოიგერიეს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქ რიაზანთან მდებარე სამხედრო აეროდრომი „დიაგილევო“. სანდო წყაროები ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. რიაზანის […]
„ედისონის ცენტრი“ – საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი დასავლელი პარტნიორების გარეშე ნორმალური ფუნქციონირებისთვის მზად არ არის და განწირულია 90-იანი წლების მსგავსი კოლაფსის, ან რუსეთის სისტემის მიერ „ჩაყლაპვისთვის“

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი არ არის მზად ნორმალური ფუნქციონირებისთვის დასავლელი პარტნიორების გარეშე. იგი განწირულია 90 -იანი წლების მსგავსი კოლაფსის, ან რუსეთის სისტემის მიერ „ჩაყლაპვისთვის“, – ამის შესახებ „ედისონის ცენტრის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპული განვითარების ვექტორიდან მოწყვეტა და რუსულზე დაბრუნება, იქნება როგორც ინდუსტრიული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული კატასტროფა. […]
მიხეილ ჯანელიძე – მე არავის სახელით არ ვსაუბრობ, არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს, არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს – საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, თუ რატომ დათანხმდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატებს. „1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ […]
Bloomberg-ის სისტემაში ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8523-ით გაიხსნა

· 1 აშშ დოლარი – 2.8746 ლარი. კურსის ცვლილება -2.68 თეთრი. · 1 ევრო – 3.0252 ლარი. კურსის ცვლილება -2.85 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.6438 ლარი. კურსის ცვლილება -2.45 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0827 ლარი. ცვლილება -0.07 თეთრი; · 100 რუსული რუბლი – 2.7011 ლარი. ცვლილება -2.31 თეთრი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა – CBS News

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით, ექვს საათს მოქმედებდა. სამხრეთ კორეის მთავარი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ […]
მხარს ვუჭერთ საზოგადოების პროტესტს და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ – ICR ჯგუფი

„მხარს ვუჭერთ საზოგადოების პროტესტს და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ საქართველო – მაშასადამე ევროპა!“ – წერს ICR ჯგუფი ოფიციალურ განცხადებაში. „აი სი არ ჯგუფი იყო, არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული. ჩვენ, ჩვენი საქმიანობით, 30 წელზე მეტია მხარს ვუჭერთ ქვეყნის პროგრესს, მდგრად განვითარებასა და წინსვლას. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ერის არჩევანია! […]