უკრაინელი მაშველების ცნობით, 2 თვის ბავშვი დაიღუპა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა უკრაინის ხარკოვის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გამთენიისას გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დაინგრა სასტუმროს 3-სართულიანი შენობა და მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებდნენ. დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნანგრევებში იპოვეს ორი თვის ბიჭის ცხედარი. მაშველებმა 3 ქალის გადარჩენა […]

მთავრობის სტრატკომის უფროსად “იმედის” საინფორმაციოს ხელმძღვანელი განიხილება

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მიშა ფეიქრიშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მიშა ფეიქრიშვილი დღეს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსია. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, მისი შემცვლელი ტელევიზიაში ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი იქნება. “არც უარვყოფ და არც ვადასტურებ”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნათია სონღულაშვილმა. ბოლო [2022 წლის იანვარი-მარტი] მედიამონიტორინგის შედეგებით, რომელიც საქართველოს […]

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ელექტროენერგიის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები საშუალო წლიურ მონაცემებს შეესაბამება“ – გია არაბიძე

ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „კომერსანტთან“ ქართულ ბაზარზე ელექტროენერგიის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, მიმდინარე წლის წინასწარი მაჩვენებლები საშუალო წლიურ მაჩვენებლებს შეესაბამება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარზე სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნებაა ნავარაუდევი. „ელექტროენერგიის მოხმარების 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით იგივეა, რაც 2023 წელს იყო, 14 მლრდ კვტ/სთ, ეს ის დონეა, რომელიც საქართველოში იყო 1989 წელს. რაც […]

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე დაზიანებებია, პოლიტიკური სპეკულაციებია – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება. მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ასახულია გაჩერების კუნძულებზე დაზიანებული ავტობუსის […]

ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, მოგლიჯა ხეები, გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებდა. მათივე ცნობით, გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა. „მოგლეჯილმა ხემ ავტომობილი დააზიანა, მძღოლს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა“, – აღნიშნულ ინფორმაციაში. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში […]

სკოლებში 634 311 მოსწავლე ირიცხება, საიდანაც 1-ელ კლასში 55 806 ბავშვი სწავლობს – პირველკლასელთა შორის 15 წლის, 12 წლის, 11 წლის, 10 და 9 წლის მოსწავლეებიც არიან

2023-2024 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 634 311 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის, 305 945 გოგოა, ხოლო ბიჭი – 328 366. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1-ელ კლასში 55 806 მოსწავლე სწავლობს. ოფიციალურ მონაცემების თანახმად, პირველკლასელთა შორის ირიცხებიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც არიან: 15 წლის (2 მოსწავლე), 12 წლის (1 მოსწავლე), 11 წლის (9 მოსწავლე), […]

ისრაელის თავდაცვის მინისტრი – „ჰამასის“ ლიდერი გაქცეულია, საკუთარი თავის გადასარჩენად ერთი სამალავიდან მეორეში გადადის

„ჰამასის” ხელმძღვანელობა, მათ შორის მისი ლიდერი იაჰია სინვარი, გაქცეულია, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის ძალები ღაზის სექტორში სამხრეთისკენ წინსვლას განაგრძობენ. „ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისში თავის მიზნებს მალე მიაღწევს, რადგან ჯარები რაფაში სამხრეთისკენ მიიწევენ, რომელიც „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენია. ჩვენი ძალები ადგილზე მოქმედებენ ღაზის სექტორის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე“, […]

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს. „მე მქონდა საშუალება მასთან მატარებელში მესაუბრა. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია“, – წერს გონჩარენკო „ტელეგრამის“ არხზე. შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გუშინ პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ იგი უკრაინაში […]

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.