აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს და სვანეთის სოფლების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან უკვე ჩავიდნენ სტიქიის ადგილებზე. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მაღალმთიანი სოფლებისკენ […]
ჰაიტიში პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჰაიტიში პრემიერ-მინისტრ არიელ ჰენრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. Reuters-ის ინფორმაციით, აქციის ფარგლები დედაქალაქ პორტ-ო-პრენსს გასცდა და არეულობამ რამდენიმე რეგიონი მოიცვა. აქტივისტებმა დედაქალაქში ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და სამთავრობო შენობებზე თავდასხმა სცადეს. პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე შეკრებილი ადამიანები პრემიერ-მინისტრ არიელ ჰენრის ბრალს ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებთან გარიგებაში სდებენ.
ხარკოვში, რუსების მიერ დაბომბილი სასტუმროს ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს, ბავშვის დაშავებული დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს

მაშველებმა ხარკოვის ოლქის ზოლოჩოვის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ნანგრევებიდან, რომელიც ღამით რუსებმა დაბომბეს, 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. სინეგობუვის ინფორმაციით, სამი დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს. სამი ქალი, რომელთა ასაკი 21, […]
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს ნატოს წევრების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში არ გამორიცხავს ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება. „მე ვვარაუდობ ყველა სცენარს და სერიოზულად ვეკიდები ყველაზე უარესს. ასეთია თავდაცვის მინისტრის როლი სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები“, – განუცხადა მინისტრმა გამოცემა Super Express-ს, რომელმაც ჰკითხა, სავარაუდოა თუ არა „შავი სცენარი“, […]
საქართველოს უპირატესობა აქვს დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით – ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს

საქართველოს უპირატესობა აქვს დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით – ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც დღეს აქ არიან, წინ მიიწევენ მათი გულმოდგინე რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების ფრთხილად შესრულების გამო. ამავე დროს, საქართველოს აქვს უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით. საქართველოსთვის მომზადებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და […]
გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება – დავით მათიკაშვილი

გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება – დავით მათიკაშვილი გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარია ავრცელებდა ჭორებს, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ერთიანი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. „გახარიას მიზანი იყო […]
2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ხანძრების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ 5 594 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 158 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 7 310 ადამიანი. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში 10 564 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 48 ადამიანი, ხოლო სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო 205-მა. ხანძრების შედეგად ქვეყნის […]
ირანი ისპაჰანში ახალ ბირთვულ რეაქტორს აშენებს

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ცნობით, ისპაჰანის ბირთვული კვლევის ცენტრში ახალი რეაქტორის მშენებლობა დაწყებულია. 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისპაჰანის ბირთვული რეაქტორი ქალაქის მეოთხე საკვლევი ცენტრი იქნება. “დღეს დაიწყო ახალი რეაქტორის საძირკვლის ჩასხმა ისპაჰანის ტერიტორიაზე” – თქვა მოჰამედ ესლამიმ, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის უფროსმა. ირანული მედიის, IRNA-ს ცნობით, ახალი რეაქტორი 10 მეგავატის სიმძლავრის იქნება და მისი […]
ჩამოყალიბებული პიკია. გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს ორ წლამდე და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში – ივანე ჩხაიძე

ჩამოყალიბებული პიკია. გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს ორ წლამდე და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში – ივანე ჩხაიძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება. „ჩამოყალიბებული პიკია. ყველაზე ხშირად გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც დადასტურებული შემთხვევების 24%-ია. ასევე ფიქსირდება მცირე […]