მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას 2024 წლის 4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს. „ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის – იან ბორგის მიერ ორგანიზებულ […]

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი სვენია შულცე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სამინისტრო გადახედავს ყველა არსებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან. “საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის […]

არსი: „ვხედავთ მომიტინგეებზე ფიზიკურ ძალადობას და ვგმობთ ყველაფერ ამას“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია “არსი“ ხელისუფლებას აკისრებს. როგორც კომპანიის დირექტორმა ბესო ორთოიძემ BMG-თან საუბრისას განაცხადა, ქვეყნის განვითარება ევროპული კურსის გარეშე შეუძლებელია და მისგან დაშორება კერძო ბიზნესში ჩადებული კაპიტალის გადინებას გამოიწვევს. „დღეს რთულია ისაუბრო ეკონომიკაზე, ან პოლიტიკაზე, რაც ხდება ამაზე სრული პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, ვერავის ვერ დაეკისრება სხვას. ჩემთან როგორც ბიზნესთან, […]

ჯანდაცვის სამინისტრო – 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 15 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 11 აქციის მონაწილეა, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი. მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო […]

ექიმი – აქციაზე დაშავებული, 22 წლის ბიჭის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, 22 წლის ბიჭის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. მისი თქმით, იგი რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება. „22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება […]

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გარდა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსაც შეხვდება. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სიტყვითაც მიმართავს. ცნობისთვის, […]

3-4 დეკემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 22 ადამიანი დააკავეს

3-4 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 22 ადამიანი დააკავეს. მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეები მეექვსე დღესაც პარლამენტთან შეიკრიბნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების წინააღმდეგ მათ კვლავ პიროტექნიკა გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეების დაშლა ჯერ წყლის ჭავლით სცადა, შემდეგ კი ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადევნა. მალევე საპოლიციო ძალებმა მოქალაქეების ძალადობრივი დაკავება დაიწყეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, […]

სიმოანიანის თქმით, RT-ის ოპერატორმა თბილისში თვალების ქიმიური დამწვრობა მიიღო

რუსული პროპაგანდისტული არხის RT-ის რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამზე წერს, რომ თბილისში საპროტესტო აქციებზე მათი ოპერატორი დაშავდა. “ჩვენმა ოპერატორმა ბრბოს მიერ პროვოცირებული შეტაკებების დროს თვალების ქიმიური დამწვრობა მიიღო”, – წერს სიმონიანი.

ლანდსბერგისი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო სანქციებზე: ეს იქნება ბიძგი სხვა მოკავშირეებისთვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით გამოვლინა. ლანდსბერგისის თქმით, რუსული კანონისა და ჰომოფობიური კანონების მიღებით, ქართულმა ოცნებამ რეალურად აჩვენა რის გაკეთებასაც ცდილობს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა. “თავად ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სიტყვებია, მაგრამ მანამდე იყო ქმედებები. ქართულმა ოცნებამ გადადგა […]

„მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობისგან უპრეცედენტოდ მაღალ დაფინანსებას მიიღებს“ – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

„მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობისგან უპრეცედენტოდ მაღალ დაფინანსებას მიიღებს“ – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს გადააჭარბებს თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წლის მაჩვენებელს 200 მილიონი ლარით აღემატება და 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაცია დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააცნო და აღნიშნა, რომ თანხის ძირითადი ნაწილი კვლავ […]