კალაძე მერიის თანამშრომლებზე: ვიხილეთ პეტიციები, არ დარჩება პასუხგაუცემებლი

თბილისი მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ირწმუნება, რომ გასულ დღეებში სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობა საბოტაჟის გზით მიმდინარეობდა. ის ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემადგენელი ნაწილია. კალაძე, ასევე, იმუქრება, რომ მერიის 229 თანამშრომელი პეტიციას ხელს აწერდა და მისივე მტკიცებით, ეს ქმედება “პასუხგაუცემელი არ დარჩება”. “ამ დღეებში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას […]

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 15 ადამიანი – აქედან 3 მედიის და 1 შსს-ს წარმომადგენელია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 15 ადამიანი. მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო […]

სენაკში კაცმა ცოლი მოკლა – ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს

სენაკში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ცნობით, შუახნის კაცმა 46 წლის ქალს იარაღით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს „ფორმულის“ ოპერატორი

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია. ის რუსთაველის გამზირზე, 4 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა. ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „აქვს თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების ექსკორიაციული დაზიანება. ჩივილები არ აქვს“. წუხელვე, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც. ტელეკომპანიის […]

აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ „მედიკამენტოზურ ძილშია“

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაშავებულს უგრძელდება „მედიკამენტოზური ძილი“: „სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია“, – თქვა ნინო ხარაიშვილმა 4 დეკემბრის დილას. ალექსი თირქიას დემონსტრაციის დაშლისას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, 3 დეკემბერს, […]

სირიელი მეამბოხეები ქალაქ ჰამის კიდესთან იმყოფებიან

სირიის მთავრობასთან დაპირისპირებული მეამბოხეების ძალები მიადგენენ მნიშვნელოვანი ქალაქის, ჰამას კიდეს, იმ ფონზე, როცა მათმა ბრძოლამ გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილების მასშტაბური ტალღა – იუწყება ომზე დამკვირვებელი ორგანიზაცია. ისლამისტების ხელმძღვანელობით მოქმედი მეამბოხეები წინ მიიწევენ სირიის სიდიდით მეოთხე ქალაქისკენ, მანამდე მათ დაიკავეს არეალები ქვეყნის ჩრდილოეთში. ათწლეულზე მეტი დროის ისტორიის მქონე სირიის სამოქალაქო ომის მოულოდნელი განახლება იწვევს დეესკალაციისკენ მოწოდებებს საერთაშორისო […]

სენაკში ქმარმა 46 წლის ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობები ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 2024 წლის პირველ რვა თვეში, […]

საჯარო სექტორში დასაქმებულები გმობენ “პროტესტის არაპროპორციულ დარბევას”

საჯარო სექტორის თანამშრომლები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე და მკაცრად გმობენ “საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას”. “ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ! ვემსახურებით საქართველოს!” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის […]

ამირან გამყრელიძე – ათობით პროექტი დაპაუზდა – ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება „კარგი არ არის“. „რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული […]

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი სვენია შულცე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სამინისტრო გადახედავს ყველა არსებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან. “საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის […]