ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გარდა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსაც შეხვდება.
ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სიტყვითაც მიმართავს.
ცნობისთვის, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში, 5-6 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში