ამირან გამყრელიძე – არ უნდა გვეშინოდეს, რომ C ჰეპატიტის პროექტი აშშ-სთან პარტნიორობის შეჩერების გამო შეწყდება – ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი 2026 წლამდეა, თუმცა სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ წამლის ყიდვა თავისთავზე არ აიღოს

C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით ამერიკულ კომპანია „გილიადთან“ კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში – სახელმწიფოს შეუძლია 2026 წლიდან C ჰეპატიტის წამალი, რომელიც 200-300 დოლარის ფარგლებშია თავად შეიძინოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების გაწყვეტამ, შესაძლოა, ისეთი პროექტის შეწყვეტა გამოიწვიოს, როგორიც […]

რუსთაველის გამზირზე, წუხანდელ აქციაზე დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი – ადვოკატის განცხადებით, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია

რუსთაველის გამზირზე, წუხელ და დღეს გამთენიას, აქციაზე დაკავებულები ზაჰესისა და სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განმარტა, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია. მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთ-ერთი პირი მოინახულა, რომელსაც დაზიანებები აქვს. მან ადვოკატთან დანარჩენი დაკავებულების მიმართ განხორციელებულზე ძალადობაზე ისაუბრა. „18 წლის მუსიკოსი, დიჯეია. „ბილტმორთან“ წრეზე ალყაში მოგვაქციეს, წამაქციეს და მირტყესო. […]

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს. მისი კანდიდატურა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წარადგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „იგი პროფესიით ეკონომისტია. 2022-2024 წლებში იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას. მანამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორად, წლების […]

პაატა მანჯგალაძე – არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ – ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა

არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ – ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა და მეტი ენერგიულობა. “მეგობრებო, არ არის „ქოცების“ მდგომარეობა მარტივი. წარმოვიდგინოთ, ჩვენ ვართ მათ მდგომარეობაში (ნუ, ღმერთმა გვაშოროს „ქოცობა“): ჩაატარე არჩევნები, […]

„საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს დასავლეთი უღალატებს თუ გადაარჩენს?“ – ამ სათაურით სტატიას The Economist-ი აქვეყნებს

საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს დასავლეთი უღალატებს თუ გადაარჩენს? – ამ სათაურით სტატიას The Economist-ი აქვეყნებს. „ყოველ ღამით, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ქუჩებში შიშსა და იმედს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 28 ნოემბრის შემდეგ, ყოველ საღამოს დემონსტრანტები იკრიბებიან და ხელკეტებით აღჭურვილ პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევენ, მოითხოვენ, რომ მთავრობამ მისი ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული მცდელობა განაახლოს და გაყალბების გარეშე ახალი არჩევნები ჩაატაროს. […]

არ დარჩება პასუხგაუცემელი – კალაძე ისევ ემუქრება კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს

თბილისის მერი კახა კალაძე ისევ ემუქრება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. როგორც კალაძე ამბობს, ეს იყო საბოტაჟის მცდელობა და პასუხგაუცემელი არ დარჩება. „ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობას სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი […]

სად (აღარ) შეიძლება აირწინაღების, სათვალეების, პიროტექნიკისა და ჩაფხუტების შეძენა?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიებს აირწინაღების, სათვალეების, პიროტექნიკისა და ჩაფხუტების გაყიდვა აეკრძალათ. BM.GE დაინტერესდა, რამდენად რეალურია ინფორმაცია, შესაბამისად ჩვენ ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიასა და რამდენიმე ჰიპერმარკეტს დავუკავშირდით. ჰიპერმარკეტ “გორგიაში” განგვიცხადეს, რომ აირწინაღების მარაგი ამოწურულია, ყველა ფილიალში. ხოლო პიროტექნიკა, მათთან საერთოდ არ იყიდება. ხოლო, “დომინოში” ამბობენ, რომ აირწინაღების, სათვალეების, პიროტექნიკისა და ჩაფხუტების მარაგები ამოწურულია. ონლაინ მაღაზია VELI.store-ში […]

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „თეთრი გიორგის“ იდეოლოგიურ – ორგანიზაციულ საწყისებთან. დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან“ გამოსცა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა – „თეთრი გიორგის“ იდეოლოგიურ – ორგანიზაციულ საწყისებთან. დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან“ გამოსცა. კრებული შეადგინეს გიორგი მამულიამ და ნიკოლოზ სეფიაშვილმა. „რუსეთში დღითი დღე ძლიერდება ეროვნული ძალა და იქნებიან იქ ბოლშევიკები თუ სხვა ვინმე, ეს ძალა ჩვენ მოგვსპობს, თუ მთელი ჩვენი ენერგია იმას არ მოვანდომეთ, შევინარჩუნოთ ეროვნული სახე. ვეცადოთ ახალგაზრდობაში […]

3-4 დეკემბრის ღამეს დემონსტრაციიდან კლინიკებში გადაყვანილია 15 ადამიანი

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშაბული. მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის […]

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის მეუღლის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 2 დეკემბერს ბუენოს აირესში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ფერნანდო კასერესის მეუღლე გადმოვარდა და გარდაიცვალა. დაღუპულის ახლობლები გოგონას გარდაცვალებაში მეუღლეს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ მათ ერთმანეთში მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. მათი თქმით, ქმარი ცოლზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებდა და ახლობლებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა. არგენტინის პოლიციამ მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება […]