მეუფე შიო: მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა

მეუფე შიო: მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა სამების ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა: „ვითარება, როგორც ხედავთ ძალიან დაძაბულია, ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის. სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ […]
“საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?” – პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. “მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები “ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ექიმი 22 წლის ბიჭზე: უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია

22 ალექსანდრე თირქია, რომელსაც აქციაზე დაკავების დროს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დრომდე ხელოვნური კომაშია. როგორც ექიმი ამბობს, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. “უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია. […] მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცაღა, დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების მიერ დაკვირვება. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას”, – აღნიშნა მან.
რუტე: რა თქმა უნდა, გვაწუხებს ის, რაც თავად საქართველოში ხდება

რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც თავად საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და NATO-სთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია.
მესი თუ რონალდო – კიელინიმ არჩევანი გააკეთა

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა. “იუვენტუსის” ყოფილმა უკანახაზელმა უპირატესობა ტურინულ გრანდში მის ყოფილ თანაგუნდელს მიანიჭა. “ამ ორ გენიოსს შორის არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ თუ მაინც ასე იქნება, უპირატესობას კრიშტიანო რონალდოს მივანიჭებ. მასთან თამაში მსიამოვნებდა და ვხედავდი, რომ რთულ სიტუაციებში ის თავის სათამაშო დონეს უფრო ამაღლებდა. როდესაც ის […]
“ჩემზე მორალურუად ძალადობდა, ჩემს სოციალურ ქსელში შევიდა და ეს გააკეთა…” – იკარდიმ ვანდა ნარას შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა

“გალათასარაის” ფორვარდ მაურო იკარდისა და მის ყოფილ მეუღლე ვანდა ნარას ურთიერთბაზე სკანდალები წყვილის გაშორების შემდეგაც არ წყდება. მოგეხსენებათ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ფეხბურთელმა კი თურქულ მედიასთან საუბარში ყოფილ ცოლზე სკანდალური განცხადება გააკეთა. იკარდი ნარას მორალურ ძალადობაში და ფინანსური პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს. “ვანდა წლების განმავლობაში ჩემზე მორალურად ძალადობდა, რამაც ბევრი ფინანსური პრობლემა […]
5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება – თბილისის მერია

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების ქსელის სისტემის შეცვლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, 5 დეკემბრის 10:00 საათიდან, ლიახვის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება, დავით გურამიშვილის გამზირიდან ჩარგლის ქუჩის კვეთის ჩათვლით“ – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „დავით გურამიშვილის გამზირიდან წამოსული ავტომობილები ლიახვის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას […]
5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

5 დეკემბრის 10:00 საათიდან, ლიახვის ქუჩაზე, დავით გურამიშვილის გამზირიდან ჩარგლის ქუჩის კვეთის ჩათვლით გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება, ჭოპორტის ქუჩიდანაც, საიდანაც დავით გურამიშვილის გამზირზე ავტომობილები მოხვედრას ჟინვალის, შენგელიას, რატევანის და ა. ჭიჭინაძის ქუჩების გავლით შეძლებენ. „კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, […]
შსს – დაკავებულია პირი, რომელმაც, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დატოვების შემდეგ მზიურის პარკში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი, ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. გამოძიება სისხლის […]
საია-ს თავმჯდომარე – სახეზეა წამება, სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა – ვგეგმავთ, ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას და ამ მიზნით საკოორდინაციო ფორმატის შექმნას

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით, საკოორდინაციო ფორმატს ქმნის. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო ფორმატში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, მათ შორის, აქციებზე დაშავებულ პირებს. ქურდოვანიძის განმარტებით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ […]