5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

5 დეკემბრის 10:00 საათიდან, ლიახვის ქუჩაზე, დავით გურამიშვილის გამზირიდან ჩარგლის ქუჩის კვეთის ჩათვლით გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება, ჭოპორტის ქუჩიდანაც, საიდანაც დავით გურამიშვილის გამზირზე ავტომობილები მოხვედრას ჟინვალის, შენგელიას, რატევანის და ა. ჭიჭინაძის ქუჩების გავლით შეძლებენ. „კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, […]

სებ-ი – კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე

ეროვნული ბანკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რაიმე სახის შეზღუდვები წესდება კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე, ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ განკარგონ მათი ანაბრები, აწარმოონ კონვერტაციის თუ გადარიცხვის ოპერაციები. ამასთან, ეროვნული ბანკის განმარტებით, ლარის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პროცესებით. სხვა მხრივ, შემოდინებები მდგრადია და ჯანსაღი […]

საია-ს თავმჯდომარე – სახეზეა წამება, სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა – ვგეგმავთ, ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას და ამ მიზნით საკოორდინაციო ფორმატის შექმნას

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით, საკოორდინაციო ფორმატს ქმნის. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო ფორმატში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, მათ შორის, აქციებზე დაშავებულ პირებს. ქურდოვანიძის განმარტებით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ […]

შსს – დაკავებულია პირი, რომელმაც, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დატოვების შემდეგ მზიურის პარკში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი, ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. გამოძიება სისხლის […]

რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან (ბავშვთან) დაკავშირებული გეგმა, ამიტომ, ნუ დაუჯერებთ საქართველოს მტერსა და აგენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს

რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან (ბავშვთან) დაკავშირებული გეგმა, ამიტომ, ნუ დაუჯერებთ საქართველოს მტერსა და აგენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომელიც მართლა მაქსიმალურ თავშეკავებას იჩენს, მიუხედავად იმისა, რომ მის რიგებში მრავლად არიან დაშავებულებიც“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან […]

მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა, ერთწლოვანი კულტურების კი შემცირდა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 22.0 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -7.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მრავალწლოვანი კულტურების […]

17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ წერილშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს. როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და […]

ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, დაპაუზებულია – ამირან გამყრელიძე

ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, დაპაუზებულია – ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც […]

მექსიკაში, ცხრა წლის შემდეგ, მუშაობა განაახლა Tequila Express–მა

მექსიკაში, ცხრა წლის შემდეგ, მუშაობა განაახლა მატარებელმაTequila Express–მა, რომელიც მოძრაობს ქალაქებს გვადალახარასა და ტეკილას შორის – ამის შესახებ Forbes–ი წერს. მატარებელი იმოგზაურებს იუნესკოს სიაში შეტანილი სოფლის, ხალისკოს გავლით. ასეთი მატარებლები 1997 წლიდან მუშაობდნენ, მაგრამ 2015 წელს გააუქმეს. ტეკილას მწარმოებლებმა ჩაუშვეს საკუთარი ანალოგები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდნენ და ჩერდებოდნენ კონკრეტული მწარმოებლის ობიექტებზე. […]

,,მერის მოადგილე ცდილობდა შეერცხვინა გოგონა, რომელსაც აკაკი წერეთლის სიტყვები ეწერა ბანერზე. როგორ აგინებთ რუსებსო; ტიტუშკამ წამართვა ტელეფონი” – ახალგაზრდების პროტესტი გურჯაანში

,,მერის მოადგილე ცდილობდა შეერცხვინა გოგონა, რომელსაც აკაკი წერეთლის სიტყვები ეწერა ბანერზე. როგორ აგინებთ რუსებსო; ტიტუშკამ წამართვა ტელეფონი” – ახალგაზრდების პროტესტი გურჯაანში გურჯაანის მერიასთან, საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით მისულ ახალგაზრდების ჯგუფს ადგილზე მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მზარდამჭერები დახვდნენ – შესაბამის კადრებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის მონაწილე, ანი მოსემღვდლიშვილი ავრცელებს. “ოცნების” რეჟიმის წარმომადგენლებმა […]