2023 წელს განვითარებადმა ქვეყნებმა საგარეო ვალების დასაფარად რეკორდული 1.4 ტრილიონი დოლარი გადაიხადეს – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა საერთაშორისო ვალის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა საგარეო ვალების დასაფარად 2023 წელს რეკორდული 1,4 ტრილიონი დოლარი დოლარი დახარჯეს, საპროცენტო ხარჯები კი ბოლო 20 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დაფიქსირდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საპროცენტო გადასახადებმა თითქმის 406 მილიარდ დოლარს მიაღწია და ამან მრავალი ქვეყნის ბიუჯეტი შეამცირა კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და გარემოს […]

დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე რაიმე შეზღუდვა არ იგეგმება – ეროვნული ბანკი

“კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ. “მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან და გაზიარებისგან. ყოველი ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო […]

დააკავეს კაცი, რომელმაც შსს-ს თანახმად, აქციის შემდეგ “მზიურში” სამეთვალყურეო კამერები დააზიანა

პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისთვის. შსს-ს გამოძიების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, პარკ “მზიურში” მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში შემთხვევის თარიღი მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. უწყება ხაზს უსვამს, რომ ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულებისთვის […]

ნონა ქურდოვანიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ, სამწუხაროდ, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია, არ დაიცვა კონსტიტუცია

საკონსტიტუციო სასამართლომ, სამწუხაროდ, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია, არ დაიცვა კონსტიტუცია – ეს გადაწყვეტილება აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც საერთო სასამართლოები, მიტაცებულია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას ისე როგორც ევალება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. მისი […]

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ბრალდებულები ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის […]

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8400 ლარად ივაჭრება – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში?

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8400 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8500 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8746 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0252 ლარია. განსხვავებულია ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში: საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ყიდვა 2.8950 ლარად არის შესაძლებელი, ერთი დოლარის გაყიდვა კი […]

რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ

The Telegraph-ის ინფორმაციით, უეინ რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან, ამჯერად ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “პლიმუთიდან” დაითხოვონ. “შრეკის” ხელმძღვანელობით გუნდს მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი შედეგები აქვს, 18 ტურის შემდეგ კლუბი 17 ქულით 21-ე ადგილზეა. ბოლო ორ ტურში “პლიმუთი” ორჯერ დამარცხდა საერთო ანგარიშით 1-10. ჯერჯერობით ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და რუნის მდგომარეობის გამოსასწორებლად კიდევ ერთი შანსი […]

ძალადობა და ქიმიური ნივთიერების გამოყენება – საია სს საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

ძალადობა და ქიმიური ნივთიერების გამოყენება – საია სს საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ ანგარიშსწორებას საია საგანგებო ბრიფნგით ეხმიანება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ აღიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გეგმავს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს, რადგან საქართველოში არ არის უწყება, რომელიც ამას ობიექტურად გამოიძიებს. მისი თქმით, ასევე შეიქმნება საკოორდინაციო ფორმატი, რომელში […]

“ხიდაშელი ამიტომ სჩადის ამ სისულელეს” – ჩერგოლეიშვილი

“ხიდაშელი ამიტომ სჩადის ამ სისულელეს” – ჩერგოლეიშვილი ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, თინა ხიდაშელის, პაპუნა ჯანელიძის და ირაკლი კობახიძის სავარაუდოდ დებატებს ეხმაურება საზმაუს ეთერში და ამბობს: თვითაქტუალიზაცია უნდა ხიდაშელს. უნდა ძალიან ძლიერად (აღარავის ახსოვდა). და ამიტომ სჩადის ამ სისულელეს. დაიკიდეთ. არავინაა მაინც, ის არ განასახიერებს პროტესტს და ვერ მოახდენს რეჟიმის ნორმალიზაციას.

„გეხვეწებით ყველას, ია ფარულავას, ნინიას თავისი მადლიანი მარცხენა მუშტით, ცირა ელისაშვილს, ლაშა ბუღაძეს თუ ვინც იყავით მანდ, კიდევ ერთხელ მიდით, დაეუფლეთ ეთერს და გაარკვიეთ, ის კიმბერლი ლოუ საიდან მოიყვანეს“ – ნინო ჯანგირაშვილი

„გეხვეწებით ყველას, ია ფარულავას, ნინიას თავისი მადლიანი მარცხენა მუშტით, ცირა ელისაშვილს, ლაშა ბუღაძეს თუ ვინც იყავით მანდ, კიდევ ერთხელ მიდით, დაეუფლეთ ეთერს და გაარკვიეთ, ის კიმბერლი ლოუ საიდან მოიყვანეს“ – ნინო ჯანგირაშვილი ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: ,,გულწრფელად გეტყვით, არ მესმოდა პირველ არხზე მისვლების და ეთერების დაუფლების პროცესის. არ მაინტერესებდა. მაგრამ, ახლა გეხვეწებით ყველას, ია ფარულავას, ნინიას […]