„ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში“ — კობახიძე „ოცნებაზე“

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღეისათვის მკვეთრი ზღვრის გავლება იდეოლოგიებს შორის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ეს ზღვარი ბევრგან პირობითია. ამის შესახებ კობახიძეს კითხვა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში დაუსვეს, როცა ის ოპოზიციონერ დეპუტატებს პასუხობდა. „გირჩის“ ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა მას სთხოვა განემარტა, თუ რა იდეოლოგიისაა „ქართული ოცნება. „რაც შეეხება ჩვენს („ქართული ოცნების“) პოლიტიკას, მე უფრო მეტად […]

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

რუსეთის ნაკრების კაპიტანს, გიორგი ჯიქიას მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს, – იტყობინება პაველ გოროდნიცკის “იუთუბის” არხი. ჯიქიას თავისუფალ აგენტად აყვანა ერთ-ერთ თურქულ კლუბს უნდოდა (სავარაუდოდ ტრაბზონსპორს), სეზონურ გასამრჯელოდ მზად იყო 700-800 ათასი ევრო შეეთავაზებინა, მაგრამ გაიგო რა, რომ ამჟამად მისი ანაზღაურება 2 მილიონია და ბევრად ნაკლებზე არ დათანხმდებოდა, ტრანსფერის […]

“აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება” – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

ასურეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის დასრულებამდე მათ დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვთ. მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა […]

“სტალინის სასულიერო სემინარიიდან გაგდების მთავარი მიზეზი იყო, რომ სოსომ დააშარდა ხატს ამ სიტყვებით…” – გიორგი რურუა

სტალინი სასულიერო სემინარიიდან გაგდების მთავარი და ბოლო მიზეზი იყო, რომ მაშინ ჯერ კიდევ ზედმეტსახელად ჩოფურამ, იგივე სოსომ დააშარდა ხატს ამ სიტყვებით – აი თქვენი წმინდანი,თუ რამე შეუძლია მას,დამსაჯოს. სტალინმა შემოიღო არასრულწლოვანების დახვრეტა (ლინკი) სტალინთან და კომუნისტებთან დაპირისპირებამ წაგვართვა თავისუფლება, დახვრიტა უამრავი ადამიანი,ჩაგვტოვა სამყაროს ყველაზე ბნელ ძალასთან, რის აღმოფხვარასაც დღესაც ასე ცდილობს საქართველოც და თავისუფალი სამყაროც. […]

ცნობილია აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი – ალიევს 93,9% აქვს

7 თებერვალს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. უკვე ცნობილია Oracle Advisory Group-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ილჰამ ალიევს 93,9% აქვს მიღებული. ამერიკული კომპანია Oracle Advisory Group-ის წარმომადგენლის ჯორჯ ბირნბაუმის სიტყვებით, აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის გამარჯვებაა. თავად ილჰამ ალიევმა ხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისცა. აზერბაიჯანის ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

დავა უზენაეს სასამართლოში – ტრამპი კოლორადოს საარჩევნო ბიულეტენზე

ამერიკის უზენაესი სასამართლო ხუთშაბათს კოლორადოს შტატში საარჩევნო ბიულეტენზე დონალდ ტრამპის დარჩენა-არდარჩენის საქმეს განიხილავს. ანალიტიკოსენი მიიჩნევენ, რომ ეს საქმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტისთვის, არამედ – თავად ამერიკული მართლმსაჯულებისთვისაც. 8 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დონალდ ტრამპის სააპელაციო საჩივარზე არგუმენტებს მოისმენენ. საუბარია კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ 19 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამბობს, რომ ამერიკის 45-ე […]

შვედეთმა “ჩრდილოეთის ნაკადზე” მომხდარი აფეთქებების გამოძიება შეწყვიტა

7 თებერვალს შვედეთმა 2022 წელს „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი ავარიის მიზეზების გამოძიება შეწყვიტა. მილსადენებით რუსული გაზი გერმანიაში მიდის. სტოკჰოლმმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქებების გამოძიების გაგრძელებაზე იურისდიქცია არ აქვს, თუმცა აღმოჩენილი მტკიცებულებები გერმანელ გამომძიებლებს გადასცა. მრავალმილიარდიანი „ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2“ მილსადენები, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, 2022 წლის სექტემბერში შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონებში აფეთქებების […]

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 7 თებერვალს დაიწყო შეხვედრები ოპოზიციონერ ლიდერებთან მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა ინიციატივა, რომ ოპოზიციამ ერთიანი პლატფორმა ჩამოაყალიბოს. ორბელიანების სასახლეში მივიდნენ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტია “დროას” ლიდერი გიგა ლემონჯავა, პარტია “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პრეზიდენტთან, ძირითადად […]

ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება – ირაკლი კობახიძე

ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება – ირაკლი კობახიძე ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ბუნებრივია გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება […]

დავითგარეჯის საკითხი მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება გადაწყდეს — კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავითგარეჯის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ აზერბაიჯანთან დიალოგის გზითაა შესაძლებელი. ამის შესახებ მან პარლამენტში ოპოზიციასთან თავის სამთავრობო გეგმის წარდგენისას, დღეს, 7 თებერვალს ისაუბრა. კობახიძის თქმით, დავითგარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან კითხვები არსებობს. „როგორც მოგეხსენებათ, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან და მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს […]