ირაკლი კობახიძე ვაშაძეს – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, დავეწევით ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ, რა მოგწონთ, არ ვიცი

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას, – ასე უპასუხა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ეკონომიკის ზრდის ტემპთან დაკავშირებულ კითხვაზე. როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განმარტა, როდესაც ის ციფრებზე და სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩენებლებზე საუბრობს, ეს ციფრები […]

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა ჩვენი საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც, როგორც მოგეხსენებათ, 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად […]

რა პრობლემები დარჩა წინა პრემიერს მოუგვარებელი? – “ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ”

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მინდა პრემიერობა? – პრობლემების დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასების ზრდის შეჩერება და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. „მონოპოლიები მნიშვნელოვანი საკითხია. მუშაობაა საჭირო. სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ფასების დაწევის მიზნით, ამ საკითხებთან დაკავშირებით […]

ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ინფორმაციას კომპანია Tokyo Electric Power Company (TEPCO) ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, გაჟონილი წყალი გარემოზე გავლენას არ მოახდენს. საწარმოს შეფასებით, 5,5 მეტრულ ტონამდე რადიოაქტიური წყალი, რომელიც შეიცავს 22 მილიარდ რადიოაქტიურ ნივთიერებას, გაიჟონა მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების დროს წყლის გამწმენდი მოწყობილობების სარქველები ღია დარჩა.

“პენსია საკმაოდ მცირეა” – მომავალი პრემიერი

რაც შეეხება ასაკობრივ პენსიას, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა სათანადოდ იცხოვროს. საკმაოდ მცირე პენსიაა. ამას დიდწილად განმაპირობებს ისევ და ისევ ლიბერალურის საგადასახადო პოლიტიკა, რასაც თავისი ბევრი პლუსი აქვს, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, თუმცა მეორე მხრივ ნაკლები რესურსი აქვს ბიუჯეტს, რომ შესაბამისი ხარჯები გასწიოს. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ წლიდან წლამდე იყოს […]

“ეს არის ქვეყნის განადგურების 9 პუნქტიანი გეგმა” – კობახიძე ლელოს წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე ისევ “ლელოს უპირისპირდება” და ამბობს: მათ წარმოადგინეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ამ საკითხებს ეთმობა და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის განადგურების 9 პუნქტიანი გეგმა. არ ვაჭარბებ. იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს პირველ წელს ჩვენი ეკონომიკის 10%-ით შემცირებას, სხვადასხვა სექტორის განადგურებას და ა.შ. დღეს რომ არ ესწრებიან, ესეც მათ რადიკალიზმზე მეტყველებს. “ლელო” არის რადიკალური […]

უნგრეთის “სუვერენიტეტის კანონი” ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს – ბრიუსელი

უნგრეთის ახალი კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, საგარეო პოლიტიკური ჩარევისგან დასაცავად არის აუცილებელი, არღვევს ევროკავშირის კანონს – ევროკომისიამ ეს განცხადება 7 თებერვალს გააკეთა. ევროკომისიის თქმით, ბუდაპეშტს უკვე გაეგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომ ბრიუსელი დაიწყებს ამ დარღვევის თაობაზე შესაბამის პროცედურას. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ კანონი არღვევს ევროპული ბლოკის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. […]

მოსკოვი: ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ალასკის მიმდებარედ 9 საათი დაფრინავდა

რუსეთი აცხადებს, რომ ოთხშაბათს მისი ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა – Tu-95MC – ამერიკის შტატ ალასკის სიახლოვეს გადაიფრინა, თუმცა ისინი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Tu-95-ები, რომლებსაც ნატო “დათვების” სახელით მოიხსენიებს, კონკრეტული ტერიტორიის თავზე 9 საათის განმავლობაში დაფრინავდნენ, და მათ ესკორტს SU-30SM ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უწევდა. “ეს ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების […]

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს

ოკუპირებული ჯავის და ზნაურის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გარესამყაროს ისევ მოწყვეტილი რჩება. 6 თებერვლის დიდთოვლობამ და ქარიშხალმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ხეები, გაუწმენდავი გზების გამო გართულებულია გადაადგილება. ოკუპირებულ ჯავის რაიონში საბინაო და კომუნალური სამსახურების თანამშრომლები უკვე მეორე დღეა მუშაობენ სოფლებისკენ მიმავალი გზების გასაწმენდად – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს კომუნალური სამსახურის უფროსმა გემირ სანაკოევმა. მისივე თქმით, […]

გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს – კობახიძე ანაკლიაზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით უპირატესობა იმ კომპანიას მიენიჭება, რომელიც სახელმწიფოს უკეთეს პირობებს შესთავაზებს. კობახიძის თქმით, ნაკლებ პრიორიტეტული იქნება ის, თუ რომელი „გეოგრაფიულ სივრციდან“ იქნება ეს კომპანია წარმოდგენილი. „რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, ვიკითხე და არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, 2 პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის […]