შვედეთმა “ჩრდილოეთის ნაკადზე” მომხდარი აფეთქებების გამოძიება შეწყვიტა

7 თებერვალს შვედეთმა 2022 წელს „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი ავარიის მიზეზების გამოძიება შეწყვიტა. მილსადენებით რუსული გაზი გერმანიაში მიდის. სტოკჰოლმმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქებების გამოძიების გაგრძელებაზე იურისდიქცია არ აქვს, თუმცა აღმოჩენილი მტკიცებულებები გერმანელ გამომძიებლებს გადასცა.
მრავალმილიარდიანი „ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2“ მილსადენები, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, 2022 წლის სექტემბერში შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონებში აფეთქებების სერიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან. შედეგად, დიდი რაოდენობით მეთანმა გაჟონა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ამ აფეთქებებში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ორივე მხარე ინციდენტებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.
დანია და გერმანია საკუთარ გამოძიებებს აწარმოებენ. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბერლინი კვლავ დაინტერესებულია საქმის დეტალების ბოლომდე გარკვევით.
დანიის პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ისინი საკუთარი გამოძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას “მოკლე დროში” გამოაქვეყნებენ.
ივლისში გერმანიამ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ იპოვა მტკიცებულებები, რომ მილსადენზე ასაფეთქებელი ნივთიერებები შესაძლოა გაწვრთნილმა მყვინთავებმა მიამაგრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!