რუსეთმა დრონებით შეუტია უკრაინის 4 რეგიონს

დღეს, 8 თებერვალს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი შეტევა, რომელიც ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დრონებით იერიში იყო ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. ქალაქ ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, საოფისე შენობები და კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის. საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება დაზიანდა ოდესაში. ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის […]

„მდგომარეობა, სამწუხაროდ, სასიკეთოდ არ შეცვლილა“ – რა ახალი ცნობა ვრცელდება სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობაზე

10 დღეა, რაც თურქეთში დაბრუნდა – უახლესი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის უახლოესი მეგობარია, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ცნობებს გვაწვდის. მისი თქმით, ჯაჭვლიანი ახალ წელს თბილისში შეხვდა, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემა, იძულებული გახადა, კვლავ თურქეთში დაბრუნებულიყო. „სოსოს მდგომარეობა 5-თვიანი მკურნალობის შემდგომ, რასაც თურქეთის კლინიკაში აწარმოებდა, შედარებით უკეთესი გახდა. ახალი […]

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ. იმერეთის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა მეწყერი, მიწის მასაში მოჰყვა ოთხი საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ადგილზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ […]

“გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა” – თორნიკე ბარათაშვილი

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. მისი თქმით, წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა. „უხარისხო დროებით გადახურვა 2020 წლიდან აქვს გელათის ღვთისმშობლის შობის და წმ.გიორგის ტაძრებს, რაც პირველად, მონტაჟიდან 1 თვეში დაზიანდა და 2021 წლის 19 იანვარს დასავლეთის მკლავის მდგომარეობა დაამძიმა. ვეხმაურებოდით […]

ერაყის ერთობლივი ოპერატიული სარდლობა – აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული თავდასხმა ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის

ერაყი აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება, რომლის შედეგადაც პროირანული დაჯგუფების, „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის. ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯმა განცხადება გაავრცელა, სადაც თავდასხმა აშშ-ის ახალ აგრესიად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს […]

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს […]

ირაკლი ქადაგიშვილი – უმრავლესობის ფორმატში შეხვედრაზე მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებზეა საუბარი – გუშინ ოპოზიცია აყალმაყალის ხასიათზე არ იყო, დღეს რას იზამენ, მათი პიარ-კონსულტანტების ინსტრუქციაზეა დამოკიდებული

უმრავლესობის ფორმატში შეხვედრაზე მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებზეა საუბარი – გუშინ ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში ოპოზიცია აყალმაყალის ხასიათზე არ იყო, დღეს რას იზამენ, მათი პიარ-კონსულტანტების ინსტრუქციაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია, 2020 წელს უმრავლესობის შემუშავებულია, თუმცა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამომავლო ხედვებზეც ისაუბრებს. […]

პაკისტანში არჩევნები იმართება – ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები იმართება. ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე პაკისტანის ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე დღის მანძილზე ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მობილური სერვისები შეზღუდულად იმუშავებს, რათა მოქალაქეებმა ხმის მიცემა მაქსიმალურად დაცულ გარემოში შეძლონ. საარჩევნო უბნებთან უსაფრთხოებას ათასობით ჯარისკაცი იცავს. არჩევნების წინა დღეს, 7 თებერვალს, პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე […]

„თბილისი ენერჯი“ – კერძო კომპანიამ გაზსადენი დააზიანა – გაითიშა 9100 აბონენტი

კერძო კომპანიამ „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანა – გაითიშა 9100 აბონენტი. კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. 12-ის მიმდებარედ ერთ-ერთმა კომპანიამ მიწის ბურღვისას „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. შედეგად გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,პიტ სტოპი”-ს, ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, […]

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. კერძოდ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარებში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი […]