ალიევი ხმების 92%-ით იმარჯვებს, ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92,05% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს მონაცემები ბიულეტენების 93,35%-ის შეჯამებას ეფუძნება. 7 თებერვალს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 6 კანდიდატი მონაწილეობდა. ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, მათგან ყველაზე მეტი ხმა, 2,19% მიიღო აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა ზაჰიდ ორუჯმა. საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობა 76,73% […]
ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მისვლაზე – წინა სხდომაზე ტანსაცმელი დამიწუნეს, რა გაცვიაო, პაპუაშვილმა მითხრა – იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ვნახოთ აბა, შარიანი კაცია

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული ნაციონალური სამოსი იმიტომ ჩაიცვა, რომ წინა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩაცმულობა დაუწუნა. „წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი. დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე. ვნახოთ, შეიძლება […]
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ დაჯგუფება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის 33 პროვინციაში ჩატარდა. „ოპერაცია „გმირები-49“ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად განხორციელდა“, – აღნიშნა ალი იერლიკაიამ. შეგახსენებთ, გასულ თვეში სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ცეცხლი გახსნა, […]
ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მას დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გაჰყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდშიც. „პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით განიხილავს და უყრის კენჭს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, ასევე ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში. პარლამენტის […]
სალომე სამადაშვილი – ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს – საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება

ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს – საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მოისვრის არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არამედ, ქართველი ხალხი ივანიშვილთან ერთად. „მე პირადად არანაირი შეკითხვა აღარ მაქვს […]
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ140-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი […]
საია – 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია

2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კვლავ მაღალია გენდერის ნიშნით ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი. „ამასთან, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყოფს […]
ქუთაისის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთაისის უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია, რაც ხორციელდება ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“. „ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის […]
ბექა ლილუაშვილი – „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული – დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის “ოცნებიდან”, ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა“. „ეს არის […]