ზვიად ძიძიგური – პრემიერ-მინისტრის ცვლილებით არაფერი შეიცვლება, რადგან „ის ერთი კაცია“ ხელისუფლების წყაროც, საძირკველიც, სხეულიც და ყველაფერიც

ღარიბაშვილის შემთხვევაში ეს ცალსახად ჩამოლაბორანტებაა, იქიდან გამომდინარე, რომ კი გადაიყვანეს პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ იმ პარტიაში საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პოლიტიკური მდივანი – კობახიძე. ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც სენდვიჩის მდგომარეობაშია, მისი გასაქანი იქ არ იქნება,- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ძიძიგური მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს ნომინალური თანამდებობა მისცეს და მისი […]
NYT: ჰამასის ტყვეობაში მყოფი დარჩენილი 136 მძევლიდან 32 უკვე გარდაცვლილია

The New York Times-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი 136 ისრაელელი მძევლიდან 32 უკვე გარდაცვლილია. ინფორმაცია NYT-ს ისრაელის დაზვერვამ მიაწოდა, თუმცა ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება კონფიდენციალურია. როგორც ცნობილია, მაღალი თანამდებობის ისრაელელმა სამხედროებმა ამის შესახებ ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოფიციალურად ჰამასის ტყვეობაში მყოფი 32 მძევლის სიკვდილს ადასტურებს, თუმცა […]
კობახიძე: დღეს რომ საქართველოს აქვს დემოკრატია და მშვიდობა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა

პრემიერმინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
ბჟანიამ “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტი წარადგინა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“. ინფორმაცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა. კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციის შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე-ფაქტო რესპუბლიკის […]
პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ, ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა. „წინა სხდომაზე ტანსაცმელი დამიწუნეს, რა გაცვიაო, პაპუაშვილმა მითხრა – იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ვნახოთ აბა, შარიანი კაცია“, – დაწერა ელისაშვილმა სოციალურ ქსელში. 6 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას ალეკო ელისაშვილმა გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ. რის გამოც […]
ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა – სოზარ სუბარი

ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა – სოზარ სუბარი „როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დადის უცხოეთში, ან საქართველოში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის ქვეყნის მტრობა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა. მისი […]
ახალ მწვრთნელთანაც იჩხუბა და ვარჯიშიდან გაიქცა – ბენზემას პრობლემები გრძელდება

“ალ იტიჰადის” ვარსკვლავი ქარიმ ბენზემა მორიგ სკანდალში გაეხვია. Marca-ს ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი გუნდის მთავარ მწვრთნელ მარსელო გალიარდოს დაუპირისპირდა. გალიარდომ ქარიმს სთხოვა, რომ ინდივიდუალურად ევარჯიშა, რამაც ბენზემა გააბრაზა და საწვრთნელი ბაზა დატოვა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ “ალ იტიჰადმა” მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ სწორედ ბენზემასთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლა.
მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზემო აჭარაში და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, მათი ოჯახების და მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ და გუშინწინ […]
ირაკლი კობახიძის ავტორობით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შესახებ და გვჯერა, რომ მისი პრემიერობის დროს ამ მხრივ მუშაობა გაძლიერდება

ირაკლი კობახიძის ავტორობით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შესახებ და გვჯერა, რომ მისი პრემიერობის დროს ამ მხრივ მუშაობა გაძლიერდება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი კობახიძის ავტორობით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების აუცილებლობის შესახებ და მისი პრემიერობის დროს ამ მხრივ მუშაობა […]
აშშ „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ იტყობინება

აშშ-ის ცნობით, ერაყში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია ირანთან დაახლოებული დაჯგუფების, „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური, იტყობინება „როიტერსი“. „ამერიკულმა ძალებმა განახორციელეს ოპერაცია ერაყში, ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ. მოკლულია “კატაიბ ჰეზბოლას” მეთაური, რომელიც პირდაპირაა პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვა-მონაწილეობაში“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. ოფიციალურად, მოკლული მეთაურის ვინაობა არაა ცნობილი, თუმცა „როიტერსის“ ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ მოკლეს აბუ […]