ირაკლი კობახიძე – მადლობა ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება

მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. მანდატი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული 3 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების […]

საია – 2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს

2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება კორპორატივიზმი, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ინდივიდუალური მოსამართლეების შიდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ბარიერები,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს. გარდა აღნიშნულია, ანგარიშში ნათქვამია, რომ გაუარესდა და საფრთხის შემცველი […]

სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაუდასტურეს. სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა. სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ათობით ფილმში, მათ შორის: „ნატვრის ხე“, „თეთრი ბაირაღები“, „ამაღლება“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“, „უძინართა მზე“, „ფესვები“. ის იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი […]

ირაკლი კობახიძე – 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო

0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა. „დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ […]

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკის მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს. კობახიძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის საერთო წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამის გათვალისწინებით სიმბოლური და პრაქტიკული ჟესტია […]

გივი მიქანაძე – 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია – „ლელოს“ დაპირება ჩანასახშივე ტყუილია

1000 ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია – „ლელოს“ დაპირება ჩანასახშივე ტყუილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ 1000 ლარიანი პენსიის დანაპირები სიმართლესთან ახლოს იყოს. „ამაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. მათ ეცინებათ, ეღიმებათ კიდეც ამ განცხადებაზე, […]

საია – 2023 წელს გაუარესდა ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, სადაც მათი დანიშვნის ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოექცა

2023 წელს გაუარესდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, სადაც მათი დანიშვნის ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოექცა, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნის […]

ირაკლი კობახიძე – გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე სამძიმარი გამოთქვა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. “გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუერთდები სამძიმარს, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს, […]

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია

აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დელეგაცია, პოლკოვნიკ ელი ლოზანოს ხელმძღვანელობით, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში კვლევისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაძლიერება. დელეგაციას მასპინძლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური რაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის […]

უკრაინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სამიტს გამართავს

უკრაინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სამიტს გამართავს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. „უკრაინასთან თანამშრომლობას საფრთხეს არ ვუქმნით. მე დასავლეთ ბალკანეთისა და უკრაინის სამიტს დავესწრები, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასთან ძალიან სწორი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. სერბეთის პრეზიდენტს მომავალი სამიტის შესახებ სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია […]